კატეგორია - ეკლესია (გვერდი 25/39)
სამთავროს ტაძარი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)

მთავარი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელი – სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ წმინდა ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელ მამათთაგანი აბიბოს ნეკრესელი. ოქტომბრის რევოლუციამდე აქ დიდი დედათა მონასტერი იყო.
სამშვილდის სიონი
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დედამ საგდუხტმა "აღაშენა სიონი სამშუილდისა". ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია
სამწერისის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
სტილისტური ნიშნებით თარიღდება VII საუკუნის I მესამედით. ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა: პირველი (აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის სათაურის ქვემოთ) თარიღდება X საუკუნით და სოფელ სამწერისში არხის გაყვანას გვაუწყებს; მეორე (სამხრეთ ფასადის ზემო მონაკვეთში) უშუალოდ ტაძარს ეხება: `მეორედ მაშენებელსა ფანასკერთელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან.~ XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ამ ადგილის მფლობელებს (კერძოდ მერაბ ციციშვილს) ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელობაზე (თავდაპირველად წმინდა ჯვარი ეწოდებოდა). წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა ეკლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა.
საქაშეთის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
საქაშეთის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (12,6X8,3), ნაგებია რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით. კუთხეებში გამოყენებულია მოწითალო ქვის კვადრები. ქვით არის ამოყვანილი თაღოვანი კარის საპირეებიც. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მოზრდილი ნიშია. ორ-ორი მოზრდილი სარკმელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესიას ლურჯი ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს. დასავლეთ კედელზე მიშენებულია აგურის სამრეკლო