კატეგორია - ეკლესია (გვერდი 27/39)
სიონის საკათედრო ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმინდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი პროტოპრესვიტერად იწოდება.
სონდის ეკლესიის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ყველა ნაგებობა ნაშენია ნატეხი ქვითა და დუღაბით. ნაგებობათაგან უადრესია ეკლესია; მომდევნო ხანებში მისთვის დასავლეთიდან მიუდგამთ ზურგიანი კოშკი ისე, რომ კოშკის სწორი კედლის ნაწილი ეკლესიის დასავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარზეა დაშენებული. უფრო გვიან ეკლესიისათვის სამხრეთიდან ვიწრო სადგომი მიუშენებიათ, რომლის სამხრეთ კედელი კოშკის სამხრეთ კედლის ხაზზე მდებარეობს. ამავე ხანებშია აგებული გალავანი და საცხოვრებელი ნაგებობა.
სუმბიანის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
სუმბიანის ეკლესია ნაგებია აგურით; აქა-იქ რიყის ქვაც არის გამოყენებული. ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობაა (7,5 X 5,53 მ). აქვს ორი შემოსასვლელი; ერთი დასავლეთის კედლის შუა ნაწილშია, მეორე ჩრდილოეთ კედლის დასასავლეთ ნაწილში. დარბაზი გეგმით წარმოადგენს მოკლემკლავებიან სწორკუთხა ჯვარს, რომელიც აღმოსავლეთით დაგრძელებულია ბემათი და აფსიდით. აფსიდის სარკმელის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გარედან რვაწახნაგა გუმბათის ყელის ყოველ წახნაგში მაღალი სარკმელია გაჭრილი. ყელის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში წიბოებს აგურის ლილეი აქვს შემოვლებული. გუმბათის ყელი დასრულებულია წრეთარგიანი ლავგარდნით.
სუჯუნის წმინდა გიორგი
ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - აბაშის რაიონი)
სოფელი სუჯუნა მდებარეობს ოდიშის დაბლობზე ქ. აბაშის ცენტრიდან დაშორებულია 7კმ-ით. უდიდეს სიწმინდეს და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი მე-18 საუკუნის მიწურულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი. იგი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური ჩუქურთმებით, მისი მსგავსი მე-18, მე-19 საუკუნის ძეგლებში იშვიათად მოიძებნება. "სუჯუნის წმ. გიორგი" ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. სუჯუნა ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა.
სხალთის კომპლექსი
ეკლესია (აჭარა - ხულოს რაიონი)
ეკლესიის აშენების შესახებ ისტორიულ წყაროებსა და თვით ფრესკებზე დაცულ წარწერებში ცნობები არ მოიპოვება. ხალხში დარჩენილი ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს. სხალთის ხეობა, შუა საუკუნეებში საკმაოდ დაწინაურებული რეგიონი იყო. აქ გადიოდა აჭარიდან არტაანისკენ მიმავალი უმოკლესი გზა. კუთხის კულტურული აღმავლობა საქართველოს პოლიტიკურ–ეკონომიკური ძლიერებისა და აჭარაში აბუსერისძეთა მმართველობის პერიოდს უკავშირდება. აბუსერისძეები განსაკუთრებული სიქველითა და ღვთისმსახურებით გამოირჩეოდნენ. ცნობილია, რომ მათ მიერ არის აგებული აჭარაში ვერნების, ხიხანის და თხილვანას ეკლესიები.
სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი)
როგორც გაირკვა, ამ ადგილას აღმოჩნდა ორი ძირითადი ფენა – XII–ის ბოლოს აგებული ეკლესიისა (სიმაღლის არე ნახევრამდე) და შემდეგ XVII-–ში მოხდა ორი აღდგენა და ერთ–ერთი კარიბჭის აშენებას თანხვდა. სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია ივანე ზედგენიძის სახლთუხუცეს შიოშისა და მისი თანამეცხედრის თამარის ბრძანებით, 1669 წელს ააგეს. კარიბჭის ერთ–ერთ სვეტზე ამოკვეთილი წარწერის თანახმად, ეკლესია ოსტატ მელქან ფურცხვანიძის მიერ არის აგებული. 2007 წელს ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია.