კატეგორია - არაქრისტ. სალოცავი (გვერდი 1/1)
ათეშგა – მაზდეანური სამლოცველო
არაქრისტ. სალოცავი (თბილისი - თბილისი)
თბილისის კლდისუბანში ზედა ბეთლემის ეკლესიის სამრეკლოს სიახლოვეს შემაღლებულ ადგილზე დგას აგურით ნაშენი ოთხკუთხა შენობა, ჩამონგრეული გადახურვით, რომლისგანაც კამარის მცირე ნაწილია დარჩენილი. ისტორიკოსთა ცნობით, აქ უძველესი დროიდან „მაზდეანური“ - ცეცხლთაყვანისმცემლური საკერპე – ათეშგა მდგარა. საგულისხმოა, რომ იგი როგორც უძველესი ძეგლი, შემოუნახავთ ქართველ მეფეებს. ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ამ უნიკალურ ძეგლს საფუძვლიანი კონსერვაცია – რესტავრაცია აქვს ჩატარებული.
ასურეთის ევანგელისტური ტაძარი
არაქრისტ. სალოცავი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
1871 წლიდან სოფელ ასურეთს უკვე ამშვენებდა გოთური სტილით ნაგები ეკლესია, სადაც ყოველკვირეულ წირვა ლოცვას ეკლესიის ინმდროინედლი პასტორი შრენკი აღავლენდა. უძველესი ტაძარი სამ ნაწილად იყოფა, სადაც ევანგელისტური, ორთოდოქსული და კათოლიკური სალოცავი კუთხეებია. დღეს უმოქმედო ლუტერანულ ეკლესიაში მართლმადიდებლური ხატებია დაბრძანებული. გერმანელების საგვრეულო სასაფლაო ობელისკი იასამნების ხეივანშია განთვსებული, რომლის განახალებაც 2001 წელს განხორციელდა.
თბილისის დიდი სინაგოგა
არაქრისტ. სალოცავი (თბილისი - თბილისი)
მოქმედი სინაგოგა თბილისში, რომელიც 1910 წელსაა აგებული მდებარეობს თუმანიანისა და ლესელიძის ქუჩებს შორის. ქართველ და ებრაელ ერს ერთმანეთთან 26 საუკუნოვანი მჭიდრო კულტურული ურთიერთობა აკავშირებს. თბილისში ებრაელები ქალაქის დაარსებიდანვე სახლობდნენ. XII საუკუნეში, იუდეველთა და მათი რწმენისადმი პატივისცემის ნიშნად, მეფე დავით აღმაშენებლის ბრძანებით ამ უბანში ღორის დაკვლა აკრძალული იყო.
თიფლის ჯუმა მეჩეთი
არაქრისტ. სალოცავი (თბილისი - თბილისი)
1723-35 წლებში ოსმალებმა, რომლებსაც იმხანად თბილისი ეკავათ, ნარიყალას ძირში სუნიტური მეჩეთი ააშენეს. 1740-იან წლებში ეს მეჩეთი სპარსელებმა დაანგრიეს. 1846-51 წლებში ის აღადგინეს არქიტექტორ სკუდიერის პროექტით, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს ეს შენობაც დაანგრიეს და მის ადგილას ახალი ააშენეს, რომელიც ამჟამად თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთია. აქ ლოცულობენ როგორც სუნიტები, ისე შიიტები.
სინაგოგა
არაქრისტ. სალოცავი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ონის რაიონი)
სინაგოგა აიგო ეკლექტიზმის სტილში 1895 სტილში. თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ სიდიდით მესამეა. სინაგოგის სამშენებლო მასალად გამოყენებულია თეთრი კირქვა. სახურავი გუმბათიანია. შენობას ოთქკუთხედი ფორმა აქვს. გუმბათი სრულდება მრავალქიმიანი, დავითის ვარსკვლავით. შენობა მიმართულია აღმოსავლეთისკენ.