კატეგორია - მუზეუმი (გვერდი 1/3)
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
აბრეშუმის მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია, რომელიც დაფუძნდა კავკასიის კუსტარული კომიტეტის მიერ, საქართველოში ხალხური რეწვისა და მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინებისთვის სპეციალურად აგებულ შენობაში. მუზეუმში დაცულია მსოფლიოს მეაბრეშუმეობის ქვეყნების პარკის უძველესი კოლექცია - 5 000 ჯიშით და ვარიაციით. სხვადასხვა წესით კუსტარულად ამოხვეული ხამი აბრეშუმის ძაფის კოლექცია, მცენარეული, მინერალური და ქიმიური საღებავებით შეღებილი ძაფები. კუსტარული საქსოვი დაზგები, ქსოვილები და საოჯახო მოხმარების სამშვენისები. პირველი ფაბრიკული წარმოების (ძირითადად ფრანგული) მრავალფეროვანი ქსოვილები. აგრეათვე მეაბრეშუმეობასთან და მუზეუმის საგანძურის “პირველ მეანაბრის “ ნიკოლოზ შავროვის მოღვაწეობასთან დაკავშრებული ფოტომასალები და სხვადასხვა სახის შემოწირულობები, ეგზოტიკური პეპლების კოლექცია.
არმაზისხევის საველე მუზეუმი
მუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო ქართლის მთავრების – პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი. დანიშნულების მიხედვით განირჩევა: საფორტიფიკაციო (ზღუდე გალავანი, კოშკები, ბურჯები, კლდეკარი), სასახლის თუ ტაძრის ტიპის (სვეტებიანი დარბაზი და მისი თანადროული შენობის ნაშთები), სამეურნეო (მარანი), სანიტარულ-ტექნიკური (აბანო, წყალსადენი) ნაგებობანი, სამარხები (მავზოლეუმის ტიპის აკლდამა, სარკოფაგი) და საკულტო ძეგლები (არმაზის კერპის სადგარი, სამსხვერპლო). აღმოჩენილია უამრავი ნივთები – სატევრები, სამკაულები, ფულის მონეტები, მხედრისა და ცხენის მოსართავები და ა. შ. აღმოჩენილი მასალა თარიღდება ახ. წ. I საუკუნიდან - შუა საუკუნეებით.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მუზეუმი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
მუზეუმი განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის – რომანოვების კანცელარიის ყოფილ შენობაში. ფსევდოგოთური სტილის ნაგებობა გერმანელმა არქიტექტორმა ვ.შვეიერმა 1890 წელს ააგო. მუზეუმში თქვენ ნახავთ: ბრინჯაოს ხანის უნიკალურ სამკაულსა და იარაღს, ნუმიზმატიკურ კოლექციას (ძვ.წ V–ახ.წ. XX სს.), რომანოვების პირად ნივთებს და სხვ. სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00-17:00 სთ. მისამართი: ბორჯომი, წმ. ნინოს ქ. N5.
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
მუზეუმი განთავსებულია XIX ს-ის 50-იანი წლებში აშენებულ კავკასიის მთავარმართლებლის – ალექსანდრ ბარიატინსკის სასახლეში. მუზეუმში წარმოდგენილია ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები: ხელნაწერები - (XII ს. ათონური ოთხთავი, XVII-XIX ს.ს. ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულებები), ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლებისა და მხატვართების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტო და დოკუმენტური მასალა, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
დაარსდა 1935 წელს. დაცულია 48 ათასზე მეტი ექსპონანტი: მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო ზეიმების ამსახველი მასალა, ვერცხლის კოლხური დიდრაქმა, დრაქმები, თამარისა და დავით ნარინის მონეტები, გორის განძი (XV ს), ანტიკური ქვეყნების მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები ქართულ და არაბულ ენებზე.
ე.ახვლედიანის სახლმუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
ეროვნული მუზეუმი შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი ელენე ახვლედიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1976 წლის 18 აპრილს. სახლ-მუზეუმი ქართული დედაბოძითა და რიკულებიანი ანტრესოლებით წარმოადგენს ტიპიურად ქართულ ინტერიერს, სადაც წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, კოსტუმები, წიგნის ილუსტრაცია, სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები ნაჩუქობა, ფოტო მასალა, პირადი არქივი, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
ეთნოგრაფიული მუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წელს დაარსდა. მისი შექმნის ინიციატორი ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია გახლდათ. მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილზეა განთავსებული და 52 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა განთავსებული. ეთნოგრაფიულ მუზეუმში 14 ეთნოგრაფიული ზონაა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი. საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეალობისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებითაა წარმოდგენილი.
ერისთავების საცხოვრებელი სახლი
მუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ერისთავების საცხოვრებელი სახლი რამდენჯერმეა გადაკეთებული: სამხრეთიდან ორ სართულად მიშენებულია ოთახები და დარბაზი (სააქტო), მეორე სართულზე ოთახები გატიხრულია, რამდენიმე სარკმელი გადაკეთებულია კარად. გარედან მთავარი ფასადის მხარეს მიდგმულია ხის კიბე.
ეროვნული გალერეა
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
ეროვნული გალერეის არსებობის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მისი დაარსება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა 1920 წლით თარიღდება. ამ დროიდან ეროვნული გალერეა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეს ემსახურება.