კატეგორია - მუზეუმი (გვერდი 3/3)
სვანეთის მუზეუმი
მუზეუმი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X ს-ის მაცხოვრის ხატი, XI ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და “ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის IX-X სს-ის ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები - IX-XIV სს-ის სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI-XIII სს-ის ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.
სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი
მუზეუმი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
XVII –XVIII სს. გამოჩენილი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, სადაც დაცულია მისი ნაწარმოებების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები და ამ ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ქართველი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტომასალები, დოკუმენტები. ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში და წარმოადგენს ორბელიანების კარის ეკლესიას. აგებულია 1683 წელს სულხან-საბა ორბელიანის მამის, ვახტანგის მიერ.
ფიროსმანის მუზეუმი
მუზეუმი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანის) (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი და საგამოფენო დარბაზი, რომელშიც ექსპონირებულია ფიროსმანის 14 ორიგინალი, მისი პირადი ნივთები, XX ს-ის ქართველ მხატვართა ნამუშევრები, ხელნაწერები და სხვა (10 000 ექსპონატი). სამუშაო საათები: მუშაობს ყოველ დღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე.
ფორე მოსულიშვილის სახლ–მუზეუმი
მუზეუმი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო მაჩხაანში მდებარეობს ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი. ფორე (ქრისტეფორე) მოსულიშვილი დაიბადა 1916 წლის 20 ივლისს, გმირულად დაიღუპა 1944 წლის 3 დეკემბერს, იტალიის სოფ. ლესაში (ნოვარა) გერმანელ ფაშისტებთან შეტაკების დროს. დასაფლავებულია ქ. არონაში, ჩრდილოეთ იტალია, ქართველი, ოქროს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი, იტალიის ეროვნული გმირი (1970), საბჭოთა კავშირის გმირი (1990).
ხელოვნების მუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
მუზეუმის საგანძურში გამოფენილია ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის უნიკალური ნიმუშები. მნახველთა ყურადღებას იპყრობს ძველი ქართული კედლის მხატვრობა , ქართველ მხატვართა შედევრები, რუსული, ევროპული და აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლები.