საქართველო

საქართველო — კავკასიის უძველესი ქვეყანაა, მისი კულტურა უძველესია, ადგილობრივი მოსახლეობა კი სიძველისა და თანამედროვების ნაზავია.

ზოგიერთი ქვეყანა უცბად გიზიდავს, საქართველო კი მაშინვე გაცდუნებს, როგორც კი მის მიწაზე დაადგამ ფეხს.
- კალპანა შაჰნი

ქვეყნის ტერიტორიის 25% დაცულ ეროვნულ პარკებს უჭირავს, 40% კი ტყითაა დაფარული. საქართველოში დღეისთვის არის 14 ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნების ძეგლი, 18 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი.
საქართველოში 12 000-მდე ისტორიული ძეგლი, 150-მდე მუზეუმი და მრავალი საგანძურია, აღმოჩენების რაოდენობა კი დღითიდღე, თანდათანობით იზრდება. საქართველო ოდითგანვე ცნობილია თავისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით, ამჟამად კი 100-ზე მეტი კურორტი და 180-ზე მეტი საკურორტო ადგილია, კურორტების ძირითადი ნაწილი ზღვის პირას და მთიან რეგიონებშია.

ვებ-გვერდზე თავმოყრილია უამრავი ტურისტული ადგილი, საუკუნების ისტორიის მქონე ეკლესია, ციხეკოშკი, მუზეუმი, ბუნების ძეგლი, ნასოფლარი თუ დასახლებული პუნქტი. ზამთრის სპორტის მოყვარულები საქართველოს აუცილებლად უნდა ეწვიონ. ქვეყანა თავისი მთებით, ისტორიული ციხე-სიმაგრეებითა და ეკლესიებით, ყაზბეგითა და სვანეთით, მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო ბევრ ტურისტს იზიდავს
- The 2012, The Guardian
ასევე აქ იპოვით ტბებს, ბუნების საგანძურებს, მუზეუმებსა და სხვა მრავალ საინტერესო ადგილს. მათი სია მუდმივად განახლებადი და მზარდია.
ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ მოიძოთ ინფორმაცია თითოეულ პუნქტზე, დაგეგმოთ თქვენი მარშრუტი, იპოვოთ მისასვლელი გზა და გამოთვალოთ ტურისთვის საჭირო დრო. ციფრული რუქა საშუალებას გაძლებთ დაზოგოთ დრო და ენერგია სასურველი პუნქტებისა და მათთან მისასვლელი გზების საპოვნელად.

ერთად გავხდეთ ტურისტი საკუთარ ქვეყანაში, გავუზიაროთ ერთმანეთს და უცხოელ ტურისტებს საკუთარი ქვეყნის სიმდიდრე და ერთად შევქმნათ საქართველოს ტურისტული ციფრული რუქა.