მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 1/17)

აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
აბანოსხევის ჯვარპატიოსნის ეკლესია და სამაროვანი
აბუდელაურის (თეთრი) ტბა

აბუდელაურის (თეთრი) ტბა

ტბა (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)     საფეხმავლო ბილიკი
აბუდელაურის (თეთრი) ტბა

მყინვარული (მორენული) ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მ, ფართობი 0,035 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45 500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს, ტბაში თევზი არ არის.

აბუდელაურის (ლურჯი) ტბა
აბუდელაურის (მწვანე) ტბა
ავენისის კოშკი
ავენისის მთავარანგელოზის ბაზილიკა
ავენისის წმინდა გიორგის კომპლექსი
ანანურის ანსამბლი

ანანურის ანსამბლი

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ანანურის ანსამბლი

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც.

ანატორის ნასოფლარი

ანატორის ნასოფლარი

ნაქალაქარი/ნასოფლარი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)     მაღალი გამავლობის ავტომობილი
ანატორის ნასოფლარი

ანატორელთა ნასოფლარში (ნანგრევებში), მიკვლეულ იქნა ოვალური წისქვილის ქვების ათეულობით ნატეხი. ნასოფლარის პირდაპირ არღუნის მარჯვენა მხარეს, არის ე.წ. „რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი“, ანატორისჯვარი, მთავარანგელოზი. ამ სალოცავში XIX საუკუნის ბოლომდე არაქრისტიანებიც ლოცულობდნენ, რომელთაგან მოტანილ იფქლის ერთ ხმიადს ხუცესთა აზრით, თურმე ქრისტიანთა საზღვნელად მოყვანილ ერთ მოზვერზე დიდად აფასებდა ანატორისჯვარი. ეტყობა, იქვე მდგომ მარიამწმიდის ეკლესიაში (IX-X სს), წარმართ ანატორელებსა და შატილელებს მოაქცევდნენ (მონათლავდნენ) ქრისტიანებად. მთლად უკაცრიელ ადგილას სოფელი არ დაარსდებოდა ამიტომ შატილიც დაახლოებით ამ დროს უნდა დაარსებულიყო.