აბუდელაურის (თეთრი) ტბა

აბუდელაურის (თეთრი) ტბა

მოკლე აღწერა: მყინვარული (მორენული) ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მ, ფართობი 0,035 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45 500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს, ტბაში თევზი არ არის.

დამატებითი ინფორმაცია: აბუდელაურის ტბა მდებარეობს ხევსურეთში, სოფელ როშკის ზემოთ,თითქმის ჭიუხების ძირში.
ამ ტბაში შეაფარა თავი ფშაური ანდრეზის (გადმოცემის) მიხედვით იახსრის ლახტს გამოქცულმა უკანასკნელმა (?!) დევმა. მანამდე იახსარმა ლახტი ესროლა დევს, მაგრამ დევი კლდეს ამოეფრა, ლახტი კლდეს მოხვდა და მისგან ანასხლეტმა ნაფოტმა დევს თვალი გამოთხარა(დღესაც დგას ეს კლდე როშკის თავში), ცალთვალა დევი კი ტბაში ჩაეშვა. იახსარი თან ჩაჰყვა ტბაში და დევი განგმირა, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარმა ამოვლა ვეღარ შეძლო ამოსვლა, სანამ ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს.
ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ხმელეთზე ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ, ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო. მადლიერი იახსარი ბლოელს შეპირდა, ასეთი სიკეთე რომ მიყავი, სამ თხოვნას შეგისრულებო. როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო.

იახსარი აქედან გაფრინდა და ლიქოკის თავს, კარატის წვერზე დაბრძანდა. მას აქეთ აქ იახსრის ნიში (კოშკი) და საზარე ააშენეს. აქედან გამოფრინდა და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე მოიკიდა დაბრძანდა. აქაც საზარე და კოშკი არის აშენებული. აქედან შუაფხოში ჩამოვიდა და აქ სამუდამოდ იქ დარჩა.

პირველად, ბლოელის ოჯახს უკურნებელი სენი შეჰყრია, ბლოელს უთხოვია იახსარისთვის , ოღონდ ოჯახი გადამირჩინე და შენს კარზე ძღვენით, საკლავითა და სანთლებით მოვალო. იახსარსაც უშველია.
მეორეჯერაც, ბლოელების ოჯახს რაღაც სახადი შეჰყრია. ამჯერადაც უთხოვია ოჯახის უფროსს იახსარისთვის შველა და მასაც უშველია. კიდევ შეუწირავს ძღვენი, საკლავი და სანთლები ბლოელს იახსარისთვის.
მესამეჯერ კი ბლოელს ყანა ჰქონია ასაღები. უეცრად გაავდრებულა. კვლავ უთხოვია ღვთისშვილისთვის, ამინდი გამოასწორე და ძღვენს არ მოგაკლებო.
მაგრამ, ამ დროს იახსარი ღვთის კარზე ყოფილა ასული, რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომლისთვისაც თავი მიუნებებია და ბლოელთან მისულა. რომ უნახავს კაცს დიდი არაფერი უჭირდა, განრისხებულა და ბლოელი მთელი ოჯახით ამოუწყვეტია.

წყარო: ზურაბ კიკნაძის წიგნი ქართული მითოლოგია

აბუდელაურის (თეთრი) ტბატბა
Loading...
5/5 ქულა (1 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 2831 მ
საფეხმავლო ბილიკი საფეხმავლო ბილიკი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ