გურიის რეგიონი (გვერდი 1/2)
აჭის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (გურია - ოზურგეთის რაიონი)
გადმოცემით, ეკლესიის აშენება ვერა და ვერ გამოსდიოდათ იმ ადგილას სადაც ჰქონდათ ჩაფიქრებული. ერთ დღეს, ნახეს მტრედებს ნაფოტები ისე დაეწყოთ ახლანდელი ტაძრის ადგილას, რომ ეკლესიის ფორმა ჰქონდა მიღებული. ეს ჩათვალეს ღვთიურ ნიშნად და ამ ადგილას ააშენეს ეკლესია.
დიდი ნარიონალი (ჯაპანის) ტბა
ტბა (გურია - ლანჩხუთის რაიონი)
ჯაპანის ტბა — ნამდინარევი ტბა დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 13.6 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1.17 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 5.2 კმ². საშუალო სიღრმე 3.7 მ. წყლის მოცულობა 4.3 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაუდინარია, მტკნარი. ჯაპანის ტბა დღეისათვის ტბორად არის გადაკეთებული. იყენებენ თევზის მოსაშენებლად.
იმნათის ტბა
ტბა (გურია - ოზურგეთის რაიონი)
იმნათის ტბა — ტბა გურიის დაბლობზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 0,6 მ, სარკის ფართობი 0,06 კმ2, აუზის ფართობი 0,48 კმ2, უდიდესი სიღრმე 2 მ. წყალი მტკნარია, საზრდოობს წვიმის წყლით. ტბაში იცის ლოქო, წვერა, ქორჭილა და სხვა თევზი. ტბასთან ახლოს მდებარეობს იმნათის ტორფის საბადო.
ლეხოურის ციხე
ციხე-კოშკი (გურია - ოზურგეთის რაიონი)
ლეხოურის ციხეს ზოგჯერ ჭანიეთის ციხესაც უწოდებენ. პროფ. ქვ. ჩხატარაიშვილის მიხედვით ლეხოურს უფრო ძველად რეხეული ერქვა. ლეხოურის ციხეს თარიღი არ გააჩნია. მას ძირითადად მიაკუთვნებენ შუასაუკუნეების ნაგებობას. არის რამდენიმე მეტად საყურადღებო ცნობანი, რომელნიც ასე თუ ისე განსაზღრავენ მის დანიშნულებას.