კატეგორია - ეკლესია (გვერდი 23/39)

ოცინდალეს ეკლესია
ოძისის ღვთისმშობლის ეკლესია

ოძისის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)     
ოძისის ღვთისმშობლის ეკლესია

მცირე ეკლესია დარბაზულია (6,5X4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი დიდი ეკლესიიდანაა, ჩრდილოეთიდან. კარს გარედან ნახევარწრიული თაღი აქვს, შიგნით კი ბრტყლადააგადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, და დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო, ბრტყლად გადახურული, სარკმელია. ჩრდილორთ სარკმელს ამ მხრიდან მიშენებული დიდი ეკლესიის კედელი ფარავს. აფსიდის სარკმლის გვერდზე თითო მაღალი თაღოვანი ნიშია, რომლებშიც თითო სათოფურია მოწყობილი. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი დგას. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონკით, დარბაზი – ცილინდრული კამარით.

პავლეურის წმ. გიორგის ეკლესია
პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია

პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია

პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (8,3X4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. სამხრეთ კედელში არქიტრავით გადახურული კარია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი დასავლეთის და სამხრეთის კედლებშიცაა. დარბაზის კამაროვანი გადახურვა ემყარება დასავლეთ კედლის პილასტრებზე დადგმულ თაღს და აფსიდის მარტივპროფილიანი იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესიას აგურის თაროსებრი ლავგარდანი აქვს. ორფერდა სახურავი კვადრატული აგურისაა.

პატარა მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია
პატარა მეჯვრისხევის წმ. გიორგის ეკლესია

პატარა მეჯვრისხევის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
პატარა მეჯვრისხევის წმ. გიორგის ეკლესია

პატარა მეჯვრისხევის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (7X4,7 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ღრმა ნიშია. სარკმლის ქვემოთ ოთხკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. დასავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია. სამხრეთ კედლის სარკმელი ამოშენებულია. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობოდა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის ორივე მხარეს, აგურით გამოყვანილია დეკორატიული რომბები. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია შირიმის ლავგარდნის ფრაგმენტები. სახურავი ორფერდაა, კრამიტის. ეკლესიის სახურავზე, დასავლეთით, ადგას აგურის სამრეკლო.

პეტრიანთ საყდარი
ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი
ჟებოტას მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი

ჟებოტას მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)     
ჟებოტას მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი

ორსართულიანი ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (4,2X3,5 მ; სიმაღლე 7,5 მ) თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. Nნაგებია მოზრდილი ზომის, ნაწილობრივ დამუშავებული ნატეხი ქვის რეგულარული წყობით. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ნაწილობრივ ლავგარდანი, მონგრეულია აღმოსავლეთის ორივე კუთხის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოგვიანებით გამაგრების მიზნით, დასავლეთით კედელზე (მთელ სიმაღლეზე) მიუშენებიათ ნატეხი ქვით ნაგები სქელი (სიგანე დაახლოებით 0,6 მ), კედელი, რომელსაც ორივე ბოლო ისე აქვს მომრგვალებული, რომ შენობის დასავლეთის ორივე კუთხეს მთელ სიმაღლეზე ფარავს. როგორც ჩანს, ამავე დროს განუახლებიათ ლავგარდანი და სახურავი.

ჟინვალის დედაციხის კომპლექსში