შიდა ქართლის რეგიონი (გვერდი 11/20)

ოთარშენის ამილახვრიანთ კოშკი
ოთარშენის წმ. გიორგის ნიში
ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია
ოლოზის წმ. გიორგის ეკლესია

ოლოზის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
ოლოზის წმ. გიორგის ეკლესია

ოლოზის წმ. გიორგის ეკლესია (დაუთარიღებელია) დარბაზულია (6,2X4,2), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია შირიმისა და მოზრდილი ქვებიც. ძლირე დაზიანებულია. ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილები. შიგნიდან არქიტრავიანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა, თაღოვანი ნიშებია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრია. სახურავი კრამიტისა იყო.

ორბელიანის ეკლესია
ორთუბნის დედათა მონასტერი
ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია

ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია

ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9X 5,5 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. გამოყენებულია აგურიც. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ეკლესიის უსწორო ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია ვიწრო მხრებით. აფსიდის ღერძზე ერთი განიერი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მცირე ზომის თაღოვანი ნიშებია. აფსიდის იატაკი ეკლესიის ხის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია. კამარა სატრიუმფო და გრძივი კედლების კრონშტეინებზე დაფუძნებულ საბჯენ თაღებს და დასავლეთ კედელს ეყრდნობა. დარბაზი შელესილია. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების სარკმლების თავზე აგურის წყობით გამოყვანილია საფეხურიან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვრები. ლავგარდანი აგურის ორი რიგისაგან შედგება. სახურავი თუნუქისაა.

ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესია
პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია

პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია

პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (8,3X4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. სამხრეთ კედელში არქიტრავით გადახურული კარია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი დასავლეთის და სამხრეთის კედლებშიცაა. დარბაზის კამაროვანი გადახურვა ემყარება დასავლეთ კედლის პილასტრებზე დადგმულ თაღს და აფსიდის მარტივპროფილიანი იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესიას აგურის თაროსებრი ლავგარდანი აქვს. ორფერდა სახურავი კვადრატული აგურისაა.

პატარა მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია