პატარა მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია

პატარა მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია

მოკლე აღწერა: პატარა მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (8,8X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთით აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მოზრდილი ნიშია. აფსიდზე მიშენებულია აგურის სატრაპეზო. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. დარბაზი გადახურულია აგურის ცილინდრული კამარით. დასავლეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. კარის მარცხნივ, ზევით ჩასმულია ქვის ფილა მხედრული სამშენებლო წარწერით. კრამიტის ორფერდა სახურავი დაზიანებულია

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

პატარა მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 1 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 811 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ