შიდა ქართლის რეგიონი (გვერდი 14/20)

სვიმონ მესვეტის სავანე
სკრის კოშკი
სოფელი შატილი (ძველი შატილი)

სოფელი შატილი (ძველი შატილი)

ნაქალაქარი/ნასოფლარი (შიდა ქართლი - დუშეთის რაიონი)     მაღალი გამავლობის ავტომობილიეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სოფელი შატილი (ძველი შატილი)

ართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები — გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.

სურამის ციხე
სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია
სხვილოს ციხე–დარბაზის კომპლექსი

სხვილოს ციხე–დარბაზის კომპლექსი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სხვილოს ციხე–დარბაზის კომპლექსი

სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი პირველად მატიანეში X საუკუნეშია მოხსენიებული. კახთა ერისთავს კვირიკეს ერთგულებად სხვებთან ერთად დასახელებული ჰყავს დაჩი და ივანე სხვილოსელნი. XIV საუკუნიდან ციხის ისტორია ზევდგინიძე-ამილახვართა გვარის აღზევებას უკავშირდება. XVII საუკუნეში აქ მათი რეზიდენციაა. XVII საუკუნიდან კი სხვილოს ციხე ისტორიულ წყაროებში ხშირად გვხვდება. 1629 წელს, შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ, თეიმურაზ I-მა სცადა სპარსეთის ბატონობისაგან თავის დაღწევა. საჭირო გახდა სხვილოს ციხეში გამაგრებული მეფე სიმონ II-ის თავიდან მოცილება.

ტაპას ტბა
ტირძნისის დედაღვთის ეკლესია

ტირძნისის დედაღვთის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
ტირძნისის დედაღვთის ეკლესია

ტირძნისის დედაღვთის ეკლესია დარბაზულია (9,3X5,9 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და სამსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. დაზიანებულია ლავგარდანი და სახურავი. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე განიერი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ორ-ორი სარკმელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია. სარკმლები შიგნიდან თაღოვანია, გარედან შეისრულთაღოვანი და ტიმპანიანი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. დასავლეთ ფასადის ქვეშ ჩაღრმავებული ჯვარია, რომლის ქვემოთ ოთხკუთხა ნიშია. ასეთივე სამი ჯვარი სიმეტრიულად განლაგებულია სამხრეთ ფასადზეც. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია

ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია

ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია დარბაზულია (7,3X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი აგურისაა. ეკლესიის კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. შენობას დაზიანებული აქვს ორსაფეხურიანი ლავგარდანი და სახურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. მის თავზე ოთხკუთხა სარკმელია. თითო სარკმელია არაღრმა რკალური აფსიდის ღერძზე, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. დარბაზის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. შენობის იატაკი მიწის ზედაპირზე დაბალია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

ტირძნისის სამების ეკლესია