კატეგორია - ეკლესია (გვერდი 19/39)
მაცხოვრის ტაძარი (მაცხვარ)
ეკლესია (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ლენტეხის რაიონი)
სოფელში სამოცდასამი ქრისტიანული ეკლესია დგას, უამრავი სიწმინდე, უძვირფასესი დაწერილი თუ ჭედური ხატი და ჯვარია. ტაძართა კედლები ნათლად ინახავენ X-XII საუკუნეთა ფრესკებს. სოფელში დაბრძანებულა წმინდა გიორგის ოქროს ჭედური ხატი, რომლითაც მეფე თამარი აკურთხეს მეფედ. ამჟამად ლატალში მეტწილად დანგრეული, ოცდახუთამდე საგვარეულო ეკლესიაა. ბევრი მათგანი გზისგან მოშორებით, მთაშია აგებული. მათგან ყველაზე ცნობილია მაცხვარი, მაცხოვრის ეკლესია (სოფ. მაცხვარიში), თარინგზელი, მთავარანგელოზის ეკლესია (სოფ. მაცხვარიში), ჯგრაგი, წმინდა გიორგის ეკლესია (სოფ. ლანკვამი) და იენი (სოფ. იენაში).
მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - წალენჯიხის რაიონი)
ეკლესიის გალავნის ძველი საძირკველი იმას მოწმობს, რომ ეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე იყო აშენებული. შესაძლოა ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება წალენჯიხა ანუ ჭანთა ციხე (წინ წყარი - ჭანის წყალი) ამ ციხე-სიმაგრის არსებობასთანაა დაკავშირებული. მეორე ვერსიით ტოპონიმი წალენჯიხა წარმოშობილი ჩანს კოლხური ტომის ჭანების სახელისაგან (ჭანის ჯიხა – ჭანის ციხე, ჭანის დიხა – ჭანის მიწა).
მელაანის სამების ეკლესია
ეკლესია (კახეთი - გურჯაანის რაიონი)
მელაანის სამების ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები თითქმის არ მოიპოვება. ძეგლზე არაა არც დამათარიღებელი წარწერა. თუმცაღა, იგი იმდენად ახლოს დგას გურჯაანის ქვაშვეთის გადაწყვეტასთან, რომ ამავე პერიოდს – XVIII – XIX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.
მეტეხის ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
მეტეხის ტაძარი - გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში, როდესაც ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. XIII საუკუნეში რუსუდანის მეფობისას მონღოლებს კიდევ ერთხელ დაუნგრევიათ ტაძარი. 1661 წელს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი შეაკეთა, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია. 1979 წლიდან მასში მოქმედებდა და სპექტაკლებს მართავდა ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია, ე.წ. "მეტეხის თეატრი". 1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს.
მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
გადმოცემის მიხედვით, მეტეხის ტაძარშია დაკრძალულია წმ. შუშანიკ წამებულის ნეშტი, რომელიც სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით ცურტავიდან გადმოუსვენებიათ. ასევე, გადმოცემის მიხედვით, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია მის სახელზე ამჟამად მშენებლობის პროცესშია კლდის ძირთან.
მზეწვერის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულებისა და ქრონოლოგიურად განსხვავებულ რამდენიმე ნაგებობას შეიცავს, რომლებიც მცირე ფართობზე მჭიდროდაა განლაგებული. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა – IX-X საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია; მისგან დასავლეთით (სამიოდე მეტრზე) ორი სწორკუთხა ნაგებობა დგას, ხოლო სამხრეთით 8 მ–ზე, ერთიმეორეზე მიშენებული სამი სხვადასხვა ზომის სადგომი. ამ მხარეს რელიეფი დაბლდება, რის გამოც სადგომების ჩრდილოეთი ნაწილი ფერდობშია შეჭრილი.
მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ჭადიჯვირს მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი. მდებარეობს სოფლის ცენტრში. შემოზღუდულია გალავნით. საკურთხევლის მარჯვენა ნაწილში გათხრილია მოქმები ჭა. გადმოცემის თანახმად, სოფლის სახელის წარმოშობა სწორედ ემ ეკლესიას და ჭას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, სოფელს მტერი შემოსევია და მღვდელს, მტრისგან დასაცავად, ეკლესის საკურთხეველში (მარჯვენა ოთახში) არსებულ ჭაში ჯვარი დაუმალავს (ეს ჭა დღესაც არსებობ), ანუ "ჭაში-ჯვარი" ჩაუდია, აქედან წამოსულა სახელიც და მერე მჭადიჯვარად გადაქცეულა. მეორე ვერსიის თანახმად, მღვდელს ჯვარი ჭის ნაცვლად მჭადში დაუმალია.