შიდა ქართლის რეგიონი (გვერდი 17/20)
ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო, გარეუბანი იყო. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში. ქვახვრელი მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა. ძველი სოფელი ნაწილობრივ გადაფარულია თანამედროვე დასახლებით. XVIII საუკუნეში ქვახვრელის მიდამოებში სომეხთა მიგრაცია დაიწყო, რაც მოწმობს გამოქვაბულის კედლებზე 17 ხაჩკარის ამოკვეთა მათ მიერ.
ქოზიფას მონასტერი
მონასტერი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
მონასტრის სახელწოდება იერუსალიმის მახლობლად მდებარე ქოზიფას წმ. გიორგის სახელიდან არის გადმოღებული. ეკლესიები აგებულია სხვადასხვა დროს, მაგრამ ერმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. სტილისტური ნიშნებით მშენებლობა დაიწყო VIII-IX საუკუნეებში. განსაკუთრებული ინტენსიური მშენებლობა გუგომის კომპლექსზე გაშლილა XIII საუკუნეში. ამას ადასტურებს ძირითადი ნაგებობების (ღვთისმშობლის ეკლესია, გალავანი) სტილისტური ანალიზი და წარწერა გალავნის „გარე ბჭის“ თაღზე. სავარაუდოდ მშენებლობა XV-XVI საუკუნეებში დასრულდა
ქსნის არმაზის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
არმაზი ქსნისა, წმ. გიორგის ეკლესია, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქსნის ხეობაში, სოფ. არმაზის მახლობლად. აგებულია 864 წელს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII ს. - X ს. I ნახევარი) ღირსშესანიშნავი ძეგლი. არმაზი, ისევე როგორც წირქოლის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო კომპოზიციისაა: ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. გუმბათის ყელი არ აქვს და გარედან მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. ეკლესიის კედლები და კამარები ქვაყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა. დეტალები - შირიმისა. შემორჩენილია IX საუკუნის მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა.
შალიკაშვილების (ღვთისმშობლის) ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
შალიკაშვილების (ღვთისმშობლის) ეკლესია თარიღდება X-XI საუკუნეებით. 1920 წლის მიწისძვრას ეკლესია თითქმის მთლიანად დაუნგრევია. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეგვტერი, კარიბჭე და სამრეკლო (არ შემორჩენილა) 1708 წელს აუშენებია ედიშერ შალიკაშვილს.
შლუყურის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
შლუყურის წმ. გიორგის ეკლესია (11,5X 6,5 მ)დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვით, ნატეხი ქვითა და ხით. შეკეთების დროს ხის კამარა და კონქი ორფერდა სახურავით შეუცვლიათ. ეკლესიის სამხრეთით და დასავლეთით ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელები აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია.