კახეთის რეგიონი (გვერდი 12/16)
უჯარმის ციხე–ქალაქი
ციხე-კოშკი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)

სპარსელებთან ერთ–ერთი ბრძოლაში მიყენებული ჭრილობის შედეგად უჯარმის ციხე–ქალაქში 502 წელს გარდაიცვალა ვახტანგ მეფე: „თვით აღესრულა ლომი იგი ლომთაი და გოლიათი გოლიათთაი“. უჯარმის ციხე-ქალაქისათვის ადგილის ბრწყინვალე შერჩევა და მისი საერთო კომპოზიცია, ნაგებობათა დიადი, სადა, ხალისიანი ფორმები, არქიტექტურული ფორმებისა და დეტალების ნახატის დახვეწილი გემოვნება და მშენებლობის სრულყოფილი ტექნიკა საფუძველს იძლევა უჯარმა საქართველოს ციხე-სიმაგრეთა მშენებლობის საუკეთესო და უაღრესად თავისებურ ძეგლად.
ფარსმას ნასოფლარი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)

ფარსმაში შემდეგი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქააძეები, თორღვაიძეები და სულაკაურები. ამათგან ქააძეები ძირითად ნაწილს წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ, ”ერთმანეთთან ახლომდებარე სამი ციხე-სახლი” ქააძეების უნდა იყოს, რადგან ისინი რამდენიმე კოშკში ერთად ცხოვრობდნენ, რომლებიც მინაშენებით იყო გადაბმული (დღეს ეს მინაშენები აღარ არსებობს). თვითონ ამ შენობებს “გადაბმულ სახლებს” უწოდებდნენ. გ. ბოჭორიძეს მოხსენიებული აქვს რამდენიმე ციხე – სასოფლო, ქააძეების, ცაზიკების, ჰაშიანების და ალუდას, მაგრამ არანაირი დაზუსტება არ მოყავს იმის შესახებ, თუ რომელი სად მდებარეობს და ვის ეკუთვნის.
ფარსმის ციხე-სახლები
ციხე-კოშკი (კახეთი - ახმეტის რაიონი)

ფარსმის ციხე-სახლი — ციხე-სახლი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ფარსმაში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სახლი (6,4 X 6,35 მ, სიმაღლე 7,2 მ) სამსართულიანია, ნაგებია ფიქლით. სახლის ყოველ სართულს თითო დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. სართულები ერთმანეთთან საძრომი ხვრელებითაა დაკავშირებული. I სართულის დასავლეთ კედლის გასწვრივ საქონლის ბაგაა. II სართულზე სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სარკმელია, შუაში - ფიქალი ქვის კერა. კერასთან ორი ზურგიანი სკამი დგას, ჩრდილოეთ კედელთან - გრძელი კიდობანი, ხოლო დასავლეთ კედლის გასწვრივ - კიდობანი და რამდენიმე ხის კასრი. III სართულზე აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ორ-ორი, ხოლო ჩრდილოეთისაში ერთი სათოფურია. ამ სართულზე სამხრეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში დიდი, სწორკუთხა ღიობია (2,25 X 1,85 მ). სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზეა მოწყობილი. იატაკი მიწისაა. სახლს ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.
ფიროსმანის მუზეუმი
მუზეუმი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანის) (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი და საგამოფენო დარბაზი, რომელშიც ექსპონირებულია ფიროსმანის 14 ორიგინალი, მისი პირადი ნივთები, XX ს-ის ქართველ მხატვართა ნამუშევრები, ხელნაწერები და სხვა (10 000 ექსპონატი). სამუშაო საათები: მუშაობს ყოველ დღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე.
ფორე მოსულიშვილის სახლ–მუზეუმი
მუზეუმი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო მაჩხაანში მდებარეობს ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი. ფორე (ქრისტეფორე) მოსულიშვილი დაიბადა 1916 წლის 20 ივლისს, გმირულად დაიღუპა 1944 წლის 3 დეკემბერს, იტალიის სოფ. ლესაში (ნოვარა) გერმანელ ფაშისტებთან შეტაკების დროს. დასაფლავებულია ქ. არონაში, ჩრდილოეთ იტალია, ქართველი, ოქროს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი, იტალიის ეროვნული გმირი (1970), საბჭოთა კავშირის გმირი (1990).
ქოჩების ტბა
ტბა (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მომცრო ტბა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს შირაქის ვაკესა და ივრის ზეგანს შორის, ზღვის დონიდან 775 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,38 კმ², წყლის მოცულობა 1,06 კმ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 1,3 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ, საშუალო სიღრმე 2,8 მ. ტბა გაუდინარია. წყალი მომლაშოა (6,9 გრ/ლ). ერთ-ერთი მეცნიერული მოსაზრების თანახმად, ქოჩების ტბა კასპიის ზღვის ნაშთს წარმოადგენს.