კატეგორია - მონასტერი (გვერდი 7/7)
ძეგვის სამების მონასტერი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ძეგვის სამების ეკლესია, დარბაზული ტიპისაა (7,9X8,4 მ), აგებული სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებით. შიგნიდან და გარედან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ღრმა აფსიდში ფართო თაღოვანი სარკმელია, რომლის მარჯვნივ ოთხკუთხა, ხოლო მარცხნივ ნახევარწრიული ნიშია. ერთი თაღოვანი სარკმელი ეკლესიის დასავლეთ კედლის ზედა ნაწილშია, ერთი ოთხკუთხა-კარის თავზე. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. შენობა შიგნიდან შელესილია.
ძველი შუამთა
მონასტერი (კახეთი - თელავის რაიონი)
ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღრმე, გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არის გამოვლენილი).
ჭულეს (ჭულევის) მამათა მონასტერი
მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ადიგენის რაიონი)
სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. მონასტრის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება ამ სახელწოდებას. მისი სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“.
ხირსის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - სიღნაღის რაიონი)
მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფ. ტიბაანში, სიღნაღიდან აღმოსავლეთით 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ღირსმა ასურელმა მამამ სტეფანემ (552-557 წ.წ.), რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებენ. ტაძარი კაპიტალურად შეკეთებულა 1822 წელს. ხირსის მონასტრიდან შესანისნავი ხედი იშლება ალაზნის ველზე და კავკასიონზე.
ჯვრის მონასტერი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის – მცხეთის პირდაპირ, IV საუკუნეში ქტისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ეკლესია ააშენა. ჯვრის მონასტერი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ჯუმათის მონასტერი
მონასტერი (გურია - ოზურგეთის რაიონი)
ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლისს ნიკოლზს (XV-XVI სს.) უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთკანონი მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. ამათგან სახარება, ხელთ-კანონი და მამათა წიგნი შატბერდის მონასტრიდან წამოუღია.