კატეგორია - ციხე-კოშკი (გვერდი 2/12)

ბზიფის ციხე

ბზიფის ციხე

ციხე-კოშკი (აფხაზეთი - გუდაუთის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ბზიფის ციხე

ციხესიმაგრე აფხაზეთში. მდებარეობს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზიფში. გალავანშემორტყმული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს VIII-X საუკუნეების ტაძარი და სხვა ნაგებობების ნაშთები. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია, ინტერიერში გუმბათი ოთხ თავისუფალ მდგარ ბოძს ეყრდნობა, აღმოსავლეთით შვერილწახნაგოვანი აფსიდები აქვს. ფასადებს დეკორი ამკობს. ციხესიმაგრეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

ბირთვისის ციხე

ბირთვისის ციხე

ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)     საფეხმავლო ბილიკიეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ბირთვისის ციხე

ბირთვისის ციხის აგების თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად იგი XI საუკუნეშია მოხსენებული. როგორც „მატიანე ქართლისაის“ ავტორი გვატყობინებს, თბილისისთვის ერთ-ერთი ბრძოლის დროს „ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას-ძემან, ქართლის ერისთავმან, მუხათგუერდსა გამოიტყუეს ტფილისელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთვისი“. როგორც ირკვევა, ბაგრატ III-ის მეფობის დროს, ქვემო ქართლის ნაწილი ბირთვისიანად ამირას ხელში იყო. მოგვიანებით კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძემ, სხვა ციხეებთან ერთად, ბირთვისის ციხეც დაკარგა.

ბოჭორმას ციხე
გაგის ციხე
გიორგი სააკაძის ციხე-კოშკი
გირევის კოშკი

გირევის კოშკი

ციხე-კოშკი (კახეთი - ახმეტის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
გირევის კოშკი

გირევის კოშკი — მდებარეობს თუშეთში, ნასოფლარ გირევის დასავლეთით 0,5 კილომეტრზე, კლდეზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. იგი ხუთსართულიანია (4,2 X 3,9 მ, სიმაღლე 18,3 მ), ზემოთკენ შევიწროვებული, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკის პირველი და ზედა სართული შეკრული კამარითაა გადახურული, დანარჩენების კი, ხის კოჭებს დაყრდნობილი ბრტყელი გადახურვა ჰქონია. კოშკში შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ კედელშია - მიწიდან 2,1 მეტრის სიმაღლეზე. კარი ბრტყელი თაღითაა გადახურული. სართულის დანარჩენ კედლებში თითო სათოფურია. პირველი სართულის ქვემოთ ყრუკედლებიანი დაბალი სათავსია. პირველი სართული მეორე სართულთან, კამარაში მოწყობილი სწორკუთხა ხვრელითაა დაკავშირებული. მეორე სართულის სამხრეთ კედელში სარკმელია, დანარჩენ კედლებში – თითო სათოფური. მესამე და მეოთხე სართულების გადაწყვეტა მეორის ანალოგიურია. მეხუთე სართულს ყოველ მხარეს, ქვის კონსოლზე დაყრდნობილი თითო სწორკუთხა მაშიკული აქვს, რომელთა ზემოთ ისრულთაღოვანი სარკმელი „სამზირი“ გრძელდება.

გორის ციხე
დარიალის კომპლექსი
დარიალის ციხე

დარიალის ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)     
დარიალის ციხე

დარიალის კომპლექსი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისტორიულ ხევში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით 20 კმ–ში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზის ბოლო მონაკვეთთან, კლდოვან მთაზე. მას თამარის ციხესაც უწოდებენ, ციხის უკანა მხარეს კლდეზე თამარ მეფის სახეცაა გამოკვეთილი. ნანგრევებში სხვადასხვა დროის (ძვ.წ. II - ახ.წ. XVIII ს) სამშენებლო ფენები გაირჩევა. ისინი ძირითადად ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. დარიალის ციხე კეტავდა ხეობაში ჩრდილოეთიდან მომავალ სავაჭრო-სტრატეგიულ გზას.

დიდი  წერეთის კოშკი

დიდი წერეთის კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
დიდი  წერეთის კოშკი

კოშკი ცილინდრულია, (შიდა დიამეტრი 3,5 მ. კედლის სისქე 1,4 მ), ზევით ოდნავ ვიწროვდება, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია ოთხი სართული და მეხუთე სართულის (თუ ბანის) კედლების მცირე ფრაგმენტები. ჩანგრეულია სართულშუა ხის გადახურვები. შესასვლელი სამხრეთით, მეორე სართულზეა, მიწიდან ოთხიოდე მეტრზე. კარი სწორკუთხაა. ამ სართულს აქვს ერთი სარკმელი და ხის აივანი. კოშკის პირველი სართული ნანგრევებით არის სავსე. მესამე სართულზე, სამხრეთით და ჩრდილო – აღმოსავლეთით თითო პატარა სარკმელია. მეოთხე სართულს ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული ოთხი სარკმელი აქვს (ერთი სანახევროდ დანგრეულია).