რეგიონების მიხედვით

კატეგორიების მიხედვით

რაიონების მიხედვით

ახალგორის რაიონი (გვერდი 1/2)

არჩილის მონასტერი

არჩილის მონასტერი

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
არჩილის მონასტერი

ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი VIII საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719–745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, როგორც ჩანს, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთ კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ–დასავლეთი კუთხით თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილო–აღმოსვლეთ კუთხეს ებჯინება. XVII-XVIII საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო მეორე ეკლესიის –სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი

ბოდოჯის სასახლის ნანგრევები
ბოჭორმას ციხე
დულუზაურების კვირიას ეკლესია

დულუზაურების კვირიას ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)     
დულუზაურების კვირიას ეკლესია

კვირიას ეკლესია დარბაზულია (9,3X5,1 მ), დგას კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შირიმის ქვით. წყობის უმეტესი ნაწილი მოზრდილი ზომის, სუფთად დამუშავებული სწორკუთხა ქვებითაა ამოყვანილი. ქვების ნაწილი წვრილია (შემთხვევითი ფორმისა), რის გამოც ფასადებზე წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, განივი ფასადების ზედა ნაწილები და ლავგარდანი, ჩამოცვენილია საპირე წყობის ნაწილი. ძეგლს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, 1,5 მ სიმაღლეზე, მიწა აქვს მიყრილი.

ერწოს ციხე
თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)     
თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმი ფუნქციონირებს 1951 წლიდან. პროფილი – ისტორიული. ექსპონატების რაოდენობა – 3957. მუზეუმში დაცულია თიანეთის რაიონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე, ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ოთხთავის ხელნაწერი და ნაბეჭდი გამოცემები, ქსოვილების ნიმუშები (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხევსურული ხალხური სამოსელი და აქსესუარები), შუა საუკუნეების კერამიკული ჭურჭელი და სხვა. მისამართი: 2500, თიანეთი, რუსთაველის ქ. 17, ტელ: (+995 348) 291247

თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი

თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)     
თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი

თრუსოს ხეობაში - კავკასიონის ჩრდილო ფერდობის ერთ-ერთ გასწვრივ ტექტონიკურ-ეროზიულ ქვაბულში - ბევრგანა არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი კასრისხევის ვიწრობის ზემოთაა, თერგის მარჯვენა ნაპირზე. აქ ბლომადაა ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი, წყლის მიერ მოდელირებული ტრავერტინული „მინდვრები“. გამჭირვალე წყალი თხელ ფენად ეფინება ამ თვალისმომჭრელ თეთრ ზედაპირს და აჩენს უამრავ მოკამკამე პატარა გუბეს.

პოეტ მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი
ჟალეთის ბაზილიკა