სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (გვერდი 9/10)

ჩრდილოეთის წმ.  გიორგის ეკლესია
წეროვანის სამების ეკლესია
წეროს ტბა
წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის მამათა მონასტერი
წუნდის ტბა

წუნდის ტბა

ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)     
წუნდის ტბა

მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1539 მ სიმაღლეზე. განფენილია თმოგვის ციხესიმაგრის ნანგრევების სიახლოვეს. სარკის ფართობი — 0,034 კმ², აუზის ფართობი 1,8 კმ². უდიდესი სიღრმე 10,8 მ, საშუალო სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 284 ათ. მ³. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ახალქალაქის ლავური პლატოს დასავლეთი პერიფერიის დამეწყვრის შედეგად მდინარე მტკვრის ხეობაში. წარსულში ტბა აფეთქების კრატერად ანუ მაარად მიაჩნდათ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბა გაუდინარი და მტკნარია. აქვს მიწისქვეშა ჩამონადენი.

ჭულეს (ჭულევის) მამათა მონასტერი
ხანჩალის ტბა
ხერთვისის ციხე
ხერხემის ციხე

ხერხემის ციხე

ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ადიგენის რაიონი)     მაღალი გამავლობის ავტომობილი
ხერხემის ციხე

ხერხემის ციხის და სოფლის მფლობელი უნდა ყოფილიყო აზნაური ხერხემელი, რომლის შთამომავლობა ხერხემელისძეთა თავადურ საგვარეულოდ ჩამოყალიბდა სამცხეში. აღნიშნული საგვარეულო იხსენიება "ქართლის ცხოვრებაში": დაახლოებით 1306 წელს თურქები ტაოს შემოესივნენ. ჟამთააღმწერლის სიტყვით, "ვაშლოვანით წარსულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიაგალისხევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ხერხემელისძეთა აზნაურთაგან". როგორც ჩანს, ხერხემლისძეთა მეთაურობით, ქართველებს აქ დიდი შემოსევის ერთ-ერთი ომი მოუგიათ. 1516 წლის მცხეთის საპატრიარქოს სამცხეში საქონებელსა და სამწყსოს სიაში, ხერხემლისძეთა მამული სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესიით, უკვე თაქთირსძეთა გვარს ეჭირა. სავარაუდოდ აქ სამცხის სოფელი ხერხემი, ციხე და მისი მიდამოები იგულისხმება. ხერხემლისძენი ამის შემდეგ აღარ იხსენიებიან.

ხიდი მდ. ოცხეზე