აფხაზეთის რეგიონი (გვერდი 2/4)
დერიკვარააძიში (პატარა ადუედა)
ტბა (აფხაზეთი - ტყვარჩელის რაიონი)

დერიკვარააძიში — მყინვარული წარმოშობის ტბა კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2548 მ. ტბის ზედაპირის ფართობი 0,08 კმ², უდიდესი სიღრმე 22 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, გამდინარეა.
დიდი ბებესირის ტბა
ტბა (აფხაზეთი - გალის რაიონი)
ბებესირი, ტბათა ჯგუფი აფხაზეთში გალის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოქუმის ქვემო დინების აუზში. დიდი ბებესირი და ბებესირი მდებარეობს ოქუმის მარჯვენა მხარეს, პატარა ბებესირი მარცხენა მხარეს. ტბები წარმოიშვა სანაპირო დიუნებით მდინარეების შეგუბების შედეგად. „დიდი ბებესირის“ ზედაპირის ფართობი 0,61 კმ2, უდიდესი სიღრმე 4,5 მ, „ბებესირისა“, შესაბამისად, — 0,14 კმ2, 4,6 მ, პატარა ბებესირისა — 0,1 კმ2, 1,7 მ. ტბები საზრდოობენ წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეულობით. მდიდარია თევზით (ქარიყლაპია, კობრი, ლოქო, კაპარჭინა და სხვა). აშენებდნენ ნუტრიას. ბებესირს იყენებენ ჩაის პლანტაციების სარწყავად.
დიდი მცრა (ანნას ტბა)
ტბა (აფხაზეთი - სოხუმის რაიონი)

დიდი მცრა — ტბა საქართველოში, აფხაზეთში, სოხუმის მუნიციპალიტეტში[1]. სარკის ფართობი 0,15 კმ², აუზის ფართობი 1,66 კმ². მაქსიმალური სიღრმე 42 მ, საშუალო სიღრმე 17,9 მ. წყლის მოცულობა 2,68 მლნ. მ³. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონზე, ზღვის დონიდან 2184 მ სიმაღლეზე.