რეგიონების მიხედვით

კატეგორიების მიხედვით

რაიონების მიხედვით

თბილისი (გვერდი 4/4)

სამხატვრო აკადემიის მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
სიონის საკათედრო ტაძარი
ტ.ტაბიძის სახლ-მუზეუმი
უძოს მონასტერი

უძოს მონასტერი

მონასტერი (თბილისი - თბილისი)     
უძოს მონასტერი

უძოს მონასტერი მდებარეობს კოჯორში, უძოს მთაზე, ზღვის დონიდან 1420 მ-ზე საიდანაც ულამაზესი სანახაობა იშლება. იგი არქიტექტორულად დარბაზული ტიპისაა და შუა საუკუნეებს განეკუთვნება. თუმცა იგი პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი. მის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: “უძო ეკლესია წმინდა გიორგისა, მაღალსა გორასა ზედა მჭვრეტელი კოჯრისა და ტფილისისა.’’ არსებობს ლეგენდა, რომ ეს ეკლესია უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და შევედრებია უფალს შვილი მომეციო. მისი სათხოვარი შესრულებულა. მას მერე აქ სალოცავად მოდიოდნენ უშვილო ქალები. უძოობის დღეობა ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო სამშაბათს იმართება. ამჟამად აქ მოქმედებს მამათა მონასტერი.

ქოროღლის ციხე
წმ. იოანე ნათლისმცემლის სავანე
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ეკლესია (თბილისი - თბილისი)     
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

სამების ტაძრისთვის საძირკველი 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველში ჩააყოლეს წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მ. ჯვრის სიმაღლე კი 7.5 მ. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მ. ტაძრის სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. ტაძრის მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს.

ხელოვნების მუზეუმი
„სურბ ეჯმიაწინ“ (წმ. სერგოს ეკლესია)