რეგიონების მიხედვით

კატეგორიების მიხედვით

რაიონების მიხედვით

თბილისი (გვერდი 3/4)

თოჯინების მუზეუმი

თოჯინების მუზეუმი

მუზეუმი (თბილისი - თბილისი)     
თოჯინების მუზეუმი

მუზეუმში დაცულია მექანიკური (ევროპული, ქართული) თოჯინების უნიკალური კოლექცია, საავტორო თოჯინები, რომელთა შორისაა ფლამენკოს მოცეკვავეები, ინდიელი ბელადი და იაპონელი ქალბატონები, ქართული ზღაპრებისა და ლიტერატურულ ნაწარმოებთა გმირები, მოცეკვავეები, აგრეთვე, სხვადასხვა სათამაშოები, ანტიკვარული ავეჯი, წიგნები, სახვითი და გამოყენებიტი ხელოვნების ნიმუშები, ნაქარგობების იშვითი კოლექცია და სხვა. 1990-იან წლებში მუზეუმი გაიძარცვა და დაიკარგა რამდენიმე ძვირფასი ექსპონატი, რის შემდეგაც მუზეუმი, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა. თბილისის მერიის ინიციატივით, რეაბილიტირებული მუზეუმის კარი 2008 წლიდან კვლავ ღიაა დამთვალიერებლისათვის. მუზეუმთან ფუქციონირებს სუვენირების სალონი.

კათოლიკური ეკლესია
კუს ტბა

კუს ტბა

ტბა (თბილისი - თბილისი)     
კუს ტბა

კუს ტბა, ქორქის ტბა — ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად. ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. გარდა ამისა კუს ტბა იკვებება წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა.

ლ.გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი
ლისის ტბა
მ.კოსტავას სახლ-მუზეუმი
მ.ჯავახიშვილის სახლმუზეუმი
მეტეხის ტაძარი

მეტეხის ტაძარი

ეკლესია (თბილისი - თბილისი)     
მეტეხის ტაძარი

მეტეხის ტაძარი - გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში, როდესაც ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. XIII საუკუნეში რუსუდანის მეფობისას მონღოლებს კიდევ ერთხელ დაუნგრევიათ ტაძარი. 1661 წელს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი შეაკეთა, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია. 1979 წლიდან მასში მოქმედებდა და სპექტაკლებს მართავდა ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია, ე.წ. "მეტეხის თეატრი". 1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის  ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს.

მეტეხის ღვთისმშობლის შობის  სახელობის ტაძარი
ოლიმპიური მუზეუმი