კატეგორია - წყალსაცავი (გვერდი 2/3)

კუმისის წყალსაცავი

კუმისის წყალსაცავი

წყალსაცავი (ქვემო ქართლი - გარდაბნის რაიონი)     
კუმისის წყალსაცავი

კუმისის ტბა — ხელოვნური ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, სოფ. კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით. უმისის ტაფობი ამოვსებულია მეოთხეულ ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ-პროლუვიური ნაფენებით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1960-იან წლებში ტბის ფართობი სულ რაღაც 0.48 კმ² იყო, სიღრმით კი 50 სმ-ს აღწევდა. კუმისის ტბის ასეთი გადიდება გამოწვეულია ხელოვნურად. წყლის დონის აწევასა და სიღრმის მომატებას მოჰყვა თევზის გამრავლება. სანამ ტბას გააფართოვებდნენ მისი წყალი მწარე მლაშე იყო (ეს ფაქტორი კი არ არის ხელისშემწყობი იქთიოფაუნის გამრავლებისათვის). შემდეგ ეს წყალი ტბიდან გაუშვეს და შეავსეს მდინარე მტკვრის წყლით. ამას მოჰყვა დონის აწევა და იქთიოფაუნის გამრავლება (ასევე წყლის შედარებით გამტკნარება). ტბის წყლის დონე ძალზე რყევადია.

კუხის წყალსაცავი
ლაკბეს წყალსაცავი

ლაკბეს წყალსაცავი

წყალსაცავი (კახეთი - სიღნაღის რაიონი)     
ლაკბეს წყალსაცავი

ლაკბეს წყალსაცავი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდას მახლობლად. შექმნილია მნინარე ლაკბეს დაგუბების გზით. წყალსაცავის მშენებლობა დაიწყო გასული საუკუნის 80–იან წლებში სამელიორაციო მიზნით, კერძოდ წყალსაცავს სარწყავი წყლით უნდა მოემარაგებინა შირაქის ველი. მაგრამ წყალსაცავის მშენებლობა ვერ დასრულდა და ამჟამად ის ფაქოტბრივად წარმოდგენილია როგორც ბუნებრივი ტბა. მისი მაქსიმალური სიღრმეა 22 მეტრი. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტბაში გაშვებული იყო კობრი და სქელშუბლა, მდინარიდან ბუნებრივად მოხვედრილია ქაშაპი. წყალსაცავი საჭიროებს შემდგომ შესწავლას არსებული იქტიოფაუნის თვალსაზრისით.

ლაჯანურის წყალსაცავი

ლაჯანურის წყალსაცავი

წყალსაცავი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ცაგერის რაიონი)     
ლაჯანურის წყალსაცავი

ლაჯანურის წყალსაცავი — საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობა ცაგერის მუნიციპალიტეტში. შექმნილია მაღალი თაღოვანი კაშხალით მდინარე ლაჯანურის ქვემო დინების ვიწრო ხეობაში, სოფელ სურმუშთან. ოვალური ფორმისაა. სიგრძე 3,2 კმ, უდიდესი სიგანე 1 კმ, საშუალო სიგანე 0,5 კმ. უდიდესი სიღრმე 70 მ, საშუალო სიღრმე 30 მ, ფართობი 1,6 კმ², წყლის მოცულობა 50 მლნ. მ³. ლაჯანურის წყალსაცავს ასაზრდოებს მდინარეები: ლაჯანური, ხელეშურისღელე, ლიამღვრიე, უსახელოღელე, აგრეთვე მდინარე ცხენისწყლიდან არხით გამოყვანილი წყალი. წყალსაცავი დღეღამური რეგულირებისაა. წყლით უზრუნველყოფს ლაჯანურჰესს.

მარაბდის წყალსაცავი
პანტიანის წყალსაცავი
ჟინვალის წყალსაცავი
სიონის წყალსაცავი

სიონის წყალსაცავი

წყალსაცავი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)     
სიონის წყალსაცავი

სიონის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყალსაცავი ხეობის ტიპისაა, ფსკერი დაფარულია თანამედროვე ალუვიონით. მარჯვენა ნაპირი ციცაბო და კლდოვანია, დაფარულია მძლავრი დელუვიური მასალით, აღინიშნება მეწყრული მოვლენები, მარცხენა ნაპირი დამრეცია. სანაპირო ფერდობების ზედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ქვედა კი მოკლებულია ხემცენარეულობას. საზრდოობს ძირითადად მდინარე ივრის წყლით. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის.

ტყიბულის წყალსაცავი
ყვარლის ტბა (წყალსაცავი)

ყვარლის ტბა (წყალსაცავი)

წყალსაცავი (კახეთი - ყვარლის რაიონი)     
ყვარლის ტბა (წყალსაცავი)

ყვარლის წყალსაცავი ან ყვარლის ტბა — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირში, მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეს, თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ში, ზღვის დონიდან 430 მ სიმაღლეზე. შექმნილია პატარა ნამდინარევ ქვაბულში, რომელიც გაზრდილია 20 მ სიმაღლისა და 800 მ სიგრძის მიწაყრილის კაშხალით. წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად. ამჟამად კეთილმოწყობილია. დასასვენებელი ადგილია. სამხრეთ-დასავლეთ ნაპირთან გაშენებულია სასტუმრო და რესტორანი „ყვარლის ტბა“. არის სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი, აქვეა ორი ღია საცურაო აუზი, რომელთაგან ერთი საბავშვოა, თანამედროვე სავარჯიშო სპორტული დარბაზი ფიტნეს აღჭურვილობით, თურქული და ფინური საუნა, სპა ცენტრი მასაჟისტებითა და იტალიური ბრენდ Ten-ის პროდუქციით.