ქვემო ქართლის რეგიონი (გვერდი 5/12)

ეკლესია ეკვდერით
ეკლესია ნაისასი
ერთნავიანი ეკლესია
ვარდისუბნის მონასტერი
თავკავთის კომპლექსი

თავკავთის კომპლექსი

ეკლესია (ქვემო ქართლი - კასპის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
თავკავთის კომპლექსი

თავკავთის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის რაიონში, სოფელ წინარეხის სამხრეთით 7-8 კილომეტრზე, მდინარე კავთურისა და ბოტისისწყლების გამყოფი ქედის კლდის კონცხზე. თავდაპირველად აიგო ციხე-გალავანი. მოგვიანებით კონცხის აღმოსავლეთ ციცაბო კალთაზე საყრდენი კედლით შექმნეს ბაქანი, რომლის ჩრდილოეთ კედელში ააშენეს წმ. გიორგის ეკლესია. კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთები. კომპლექსს ორი მისადგომი აქვს: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან - კავთურის ხეობიდან. მდინარე კავთურაზე გადებული ყოფილა ქვის თაღოვანი ხიდი, რომლისგანაც მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. ციხე-გალავანი დაზიანებულია: ყველგან ჩამოშლილია გალავნის კედლების ზედა ნაწილები, თითქმის მთლიანად დანგრეულია ქვედა ციხის დასავლეთ კედელი, ციხის შიგნით ნაგებობათა გეგმა გაურკვეველია.

თარხნიშვილების სასახლე და აბანო
თეჯისის მენჰირი

თეჯისის მენჰირი

სხვადასხვა (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
თეჯისის მენჰირი

მენჰირი — ყველაზე მარტივი მეგალითური ნაგებობა. წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ ლოდს, რომლის სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს. მენჰირის დანიშნულება ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ზოგიერთი არქეოლოგის აზრით ისინი დაკრძალვის რიტუალთან იყვნენ დაკავშირებულნი. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს ლოდები დადგმული იქნა რაღაც მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ან როგორც სასაზღვრო ნიშანი. ეს ქვები მთელ მსოფლიოშია გაბნეული. სხვადასხვა სიმაღლის, ერთეული ან ჯგუფურად განლაგებული. ევროპაში, აფრიკაში და აზიაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე მეტი დასავლეთ ევროპაშია. ისინი პრეისტორიოული ხანის სხვადასხვა პერიოდებშია აშენებული და წარმოადგენენ დიდი მეგალითური კულტურის ნაწილს, რომელიც ყვაოდა ვეროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. ბოლოდროინდელი მონაცემებით, მენჰირები -7 ათასი წლის წინანდელია.

იალაგიოლის ტბა
იაყუბლოს წყალსაცავი
კაზრეთის სამება