ქვემო ქართლის რეგიონი (გვერდი 11/12)

წმ. დემეტრეს ბაზილიკური ეკლესია
წმ. დემეტრეს ეკლესია
წმ. კონსტანტინეს  ეკლესია
წმ. ნიკოლოზის ეკლესია
წმ. პეტრე–პავლეს ეკლესია
წმინდა კონსტანტინეს სახელობის ეკლესია
წოფის ციხე

წოფის ციხე

ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
წოფის ციხე

წოფის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, ისტორიულ სომხითში, მდ. ბანოშისწყლის (ძვ. ხოჟირნა) მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. სადახლოს დასავლეთით 7 კმ-ზე). წოფის ციხის მიდამოებში ადამიანის ცხოვრების კვალი ქვედა პალეოლითის ხანიდან დასტურდება. აქაური დანგრეული გამოქვაბული - მუსტიეს ხანის სადგომია. წოფის ციხის მიდამოებშივეა ზედა პალეოლითისა და ენეოლითის ხანის, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარები. წოფის ციხე ფუნქციონირებდა VI-XIII საუკუნეებში. სიმაგრე კლდოვან მთაზეა აგებული. შემორჩენილია ზედა ციხის ნანგრევები და გალავნის ფრაგმენტები, რომლითაც კლდოვანი ფერდობის დიდი ტერიტორია იყო შემოზღუდული. ზედა ციხეში 2 სათავსია და 4 ნახევრად წრიული ბურჯი. აქვეა საცხოვრებელი კომპლექსების ნაშთები და მცირე ეკლესიის ნანგრევები. კლდეკარში, ზღუდის წყობაში და სხვა ნაწილების შენებისას გამოყენებულია უფრო ადრეული „ციკლოპური“ კედლები. წოფის ციხესთან ნასოფლარია. შემორჩენილია ორი დარბაზული ტიპის საყდარი, რომლებიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება.

წუღრუღაშენის ეკლესია

წუღრუღაშენის ეკლესია

ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
წუღრუღაშენის ეკლესია

წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში უკაცრიელი იყო და უკაცრიელობის პერიოდში დაზიანებულა გადახურვა და გუმბათი მთლიანად და ტაძრის ზოგიერთი დეტალი. ადრეულ ისტორიულ წყაროებში ძეგლზე ცნობები არ მოიპოვება. რაც ვიცით მხოლოდ ტაძარზე არსებული წარწერების წყალობით. ძეგლზე სამი წარწერაა. პირველი წარწერიდან, რომელიც დასავლეთ კარის მარჯვნივ არის, ვიგებთ რომ ტაძარი „დიდისა გიორგი მეფეთ მეფის“ (ტაძრის სტილისტურმა ანალიზმა გვიჩვენა რომ აღნიშნული მეფე ლაშა–გიორგი უნდა ყოფილიყო) მეფობის ხანაში აუგია ვინმე ჰასან არსენის ძეს. მეორე წარწერა, სამხრეთი კარის თავზე თითქმის იგივე ცნობებს შეიცავს. მესამე დაუმთავრებელი წარწერა კი დასავლეთის კარის თავზეა ამოკვეთილი.

წყალშავის ტბა
ჭაპალას ციხე

ჭაპალას ციხე

ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)     მაღალი გამავლობის ავტომობილი
ჭაპალას ციხე

შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე ქვემო ქართლში, მდინარე მაშავერისა და ფოლადაურის შესაყარის მარჯვენივ 2-3 კმ-ზე. აგებულია გაშლილ მინდორზე მდებარე დიდი კლდოვანი ბორცვის თხემზე. წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან და იგი ამ პერიოდში სოლოღაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, წყლის საცავები. ერთ-ერთ კოშკში გაითხარა აბანო, რომელიც შედგებოდა რვაკუთხა თბილი და ცხელი განყოფილებისაგან, საცეცხლფარეშოსაგან და აუზისაგან. აბანოს შიგნით და გარეთ აღმოჩნდა სხვადასხვა ფერის სარკმლის მინის ნატეხები, მოჭიქული შორენკეცები; სადა კერამიკული ნატეხები და ერთი მოჭიქული ჭურჭელი არაბული წარწერით. მასალა თარიღდება XI-XIII სს-ით და ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.