თბილისის ისტორიის მუზეუმი

თბილისის ისტორიის მუზეუმი

მოკლე აღწერა: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 1910 წელს დაარსდა, როგორც "ქალაქის მუნიციპალური მუზეუმი". 1943 წელს მას თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ეწოდა და ბინა ისტორიულ შენობაში _ თბილისის ყოფილ ქარვასლაში დაიდო. მუზეუმის ფონდებში 50 000-ზემეტი ექსპონატი ინახება. ისინი ასახავს თბილისის ისტორიას ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, უმდიდრესი ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. წარსულის ამსახავ მასალასთან ერთად თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგვიდგენს თანამედროვე ხელოვნებასაც. 1986 წლიდან აქ, თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო დარბაზებში, ეწყობა ქართველ და უცხოელ ხელოვანთა გამოფენები.

დამატებითი ინფორმაცია: მისამართი: სიონის, 8
ტელეფონი: +995 32 2 98 22 81

თბილისის ისტორიის მუზეუმიმუზეუმი
Loading...
5/5 ქულა (1 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 405 მ
მსუბუქი ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ