რეგიონების მიხედვით

კატეგორიების მიხედვით

რაიონების მიხედვით

რუსთავი (გვერდი 4/10)

დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათოვანი  ეკლესია

დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათოვანი ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათოვანი  ეკლესია

დიდი ატენის მცირეგუმბათოვანი ეკლესიის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: “ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებასა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა”. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში განაახლა “სახლი ღმრთისაი” და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. Aამავე საუკუნეში გუმბათის ყელი მოუპირკეთებიათ მომწვანო ტუფით და ზედ წარწერაც ამოუკვეთიათ.

დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია

დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია

დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება განვითარებულ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,2X4,7მ) ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. შემორჩენილი აქვს ქვის ფორფინების ფრაგმენტები. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თახჩებია, ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რასაც შეკეთების კვალი ეტყობა. საკურთხევლის წინ დგას XIX საუკუნის კანკელი, რაზეც შემორჩენილია ზეთის საღებავებით შესრულებული მოხატულობის ფრაგმენტები (წარწერებიანი).

დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოვლის ეკლესია
დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია
დიდი მეჯვრისხევის წმ. გიორგის ნიში
ელენთის წმ. გიორგის ეკლესია
ერისთავების საცხოვრებელი სახლი
ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება VI საუკუნით, გადაკეთებულია XI საუკუნეში. შენობა სამნავიანი ბაზილიკაა (10,7 X 7,5მ) შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია წითელი და რუხი ფერის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამაროვანი გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები. მთლიანად მიწაშია ჩაფლული სამხრეთის ეგვტერი და დასავლეთის კარიბჭე. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს - ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით. აფსიდში და დასვლეთ კედელში თითო სარკმელია, გრძივ კედლებში - ორ-ორი.

ვერეს ციხე

ვერეს ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ვერეს ციხე

ერეს ციხე თარიღდება IX-X საუკუნით. ციხე და მისი შემოგარენი თბილისის საამიროში შედიოდა. იგი, ატენის ციხესთან ერთად, მონაწილეობდა ქართლის შემოერთებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. X საუკუნის მიწურულიდან ციხე კლდეკარის ერისთავთ–ერისთავების - ბაღვაშთა გამგებლობაში გადავიდა. XI საუკუნიდან XVI საუკუნის შუახანებამდე ვერეს ციხის მიდამოები საქართველოს სამეფო სახლის განკარგულებაში იყო. 1554 წელს ზაფხულში შაჰ თამაზმა აიღო ვერეს ციხე და გზა გაიხსნა ატენის ციხისკენ, სადაც ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები იდგნენ.

იკორთას ტაძარი

იკორთას ტაძარი

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
იკორთას ტაძარი

იკორთის ტაძარი — ძველი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს სოფელ იკორთას (გორის მუნიციპალიტეტი) განაპირას, მთის კალთაზე. გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს. გეგმით ოთხკუთხა შენობის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრანგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია), ახლანდელი სამხრეთ კარიბჭე გვიანდელია.