სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი (გვერდი 7/7)

ხეშკილის წმინდა გიორგის ეკლესია
ხიდი ენგურზე
ხობის მონასტერი

ხობის მონასტერი

ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ხობის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ხობის მონასტერი

აგებულია XIII-XIV სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“. ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.

ჯვარი, ხედი მესტიაზე
ჯვრის (ენგურჰესი) წყალსაცავი
ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი

ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)     
ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს ასხის კირქვულ მასივზე ზედაცარცული (ტურონ-დანიური) ასაკის თხელ შრეებრივ კირქვებში, შრეთა დახრის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ორასრთულიან მღვიმეს, რომელიც იწყება ვრცელი შესასვლელი დარბაზით და რომელსაც 4-5 მ სიგანისა დ 3-5 მ სიმაღლის დერეფანი აგრძელებს. მღვიმე შესასვლელიდან მე-100 მეტრზე ორ განშტოებას ინვითარებს. მაქსიმალური სიგრძე 276 მ-ია. ძირითადი მაგისტრალი - მეანდრული დერეფანი ბოლოში მოზრდილ დარბაზში გადადის, რომლის კედელზეც 30 მ სიგრძის მღვიმის მეორე სართულია იხსნება. შესასვლელთან ოდესღაც ჭერი ჩამონგრეულა. მღვიმეში სჭარბობს სტალაქტიტები, იშვიათია სტალაგმიტები; მდიდარია პლასტიკური თიხის 3,5 - 4 მ სისქის ნაფენებით. ჰაერის ტემპერატურა მღვიმის შესასვლელში 18° C-ია, 100 მ-ის სიგრძეზე – 11,6°C, ბოლოში კი 11,5°C. მღვიმეში გაედინება ნაკადი, რომელსაც უერთდება მეორე ნაკადი და 15 მ გავლის შემდეგ იგი მდ. ჯორწყუს მარცხენა მხარეს წყაროს სახით გამოდის. მღვიმე საინტერესოა დამახასიათებელი ფაუნით და პალეონტოლოგიური ნიმუშებით, გარდა ამისა, ერთ დროს ის ადამიანების სადგომსაც წარმოადგენდა. აქ ნაპონია მღვიმური დათვის, ფოცხვერის, დომბის და სხვა ცხოველების ძვლები.

ჰაწვალი (ხედი თეთნულდზე)
ჰაწვალი (ხედი უშბაზე)