სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი

სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი

მოკლე აღწერა: ბუნების ძეგლი საინტერესო გეოლოგიური აგებულებით გამორჩეული ეროზიული სვეტების კომპლექსია, რომელიც წარმოიქმნა უხვი ნალექის შედეგად ჩამორეცხილ მთა ქაბარჯინაზე. მთა წარმოადგენს ვულკანური ღვარის ბრტყელთხემიან ბორცვს, რომლის ფერდობებზეც დეკა ხარობს. მოსახლეობა ამ ადგილს უწოდებს „სახიზნარის კლდის სვეტებს“, ვინაიდან წინა საუკუნეებში ომიანობის პერიოდში, მტრის მოახლოვების დროს სოფლის მოსახლეობა სწორედ აქ იხიზნებოდა და თავს აფარებდა კლდეებს.

დამატებითი ინფორმაცია: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია სოფ. სიონი. თბილისიდან სიონი დაშორებულია 144 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 20 წთ;
დაბა სტეფანწმინდა - სოფ.სიონი - 8,5 კმ. ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. სიონი - სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი - 4 კმ, ხანგრძლივობა - 1 სთ. (საფეხმავლო)

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა სტეფანწმინდაში ან დაბა გუდაურში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

სახიზარის კლდის ბუნების ძეგლიბუნების ძეგლი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 3087 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ