რეგიონების მიხედვით

კატეგორიების მიხედვით

რაიონების მიხედვით

რუსთავი (გვერდი 4/4)

წლევის მთის მღვიმე
წმ. თევდორეს ეკლესია (კვირიკეწმინდა)
ხედი სოფელ ცხავერზე
ხოვლეს აკვედუკი (ბელღარი)

ხოვლეს აკვედუკი (ბელღარი)

ხიდი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)     მაღალი გამავლობის ავტომობილი
ხოვლეს აკვედუკი (ბელღარი)

სოფ. ხოვლედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე, მდ. ხეხმელას მარჯვენა შენაკადის ზესხევის წყლის შუაწელზე აგებულია აკვედუკი ანუ ბელღარი. ადგილობრივი მოსახლეობა მას „ქვახიდას“ უწოდებს. ბელღარი (სიგრძე 30 მ, სიგანე 1,1 მ, სიმაღლე 9 მ) თავად ჯავახიშვილების სასახლის წყალმომარაგების სისტემის მთავარი ნაგებობაა. იგი აგებულია ფილაქვით დუღაბზე. შუა მალი ბურჯებზე დაყრდნობილ შეისრულ თაღს წარმოადგენს. მის ქვეშ ხევის წყალი გადიოდა. გვერდითი მალები არაწესიერი ნახევარწრის ფორმის თაღებია. აკვედუკის ზედაპირზე წყალსადენის კერამიკული მილები ეწყო, ხოლო თავსა და ბოლოში წყლის სალექარი ქვევრებია ჩაფლული მიწაში. ბელღარი თარიღდება XVII-XVIII სს-ით (ბაგრატიონი 1992: 51-53).

ხოვლეს წმინდა გიორგის საყდრის ეკლესია
ხოვლეს წმინდა გიორგის საყდრის ეკლესია