ზარზმის მონასტერი
მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ადიგენის რაიონი)

ზარზმის მონასტერი დაარსა, ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწემ სერაპიონ ზარზმელმა, წარმოშობით კლარჯმა, რომლის ცხოვრებაც აღწერა მწერალმა და საეკლესიო მოღვაწემ ბასილ ზარზმელმა ცნობილ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში ”ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ ღმერთ - შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი”. ზარზმის მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.
ზაქაიძეების ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კოშკი სწორკუთხაა (4,2X3,8 მ), ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით (კირის სქელ ხსნარზე. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის სიმაღლეზე. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდან, პირველი სართულიდანაა. მეორე სართულის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში სათოფურები და რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. სართულშუა გადახურვისათვის გამოყენებულია გრძელი ქვის ფილები.