აზავრეთის დარბაზული ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ახალქალაქის რაიონი)

აზავრეთი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩამოუდის მდინარე აზავრეთისხევი. ზღვის დონიდან 2100 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 21 კმ–ით. არის მოსაზრება, რომ სოფლის სახელის ეტიმოლოგია აზავერს („ხარია საკიდარი“ - საბა) უკავშირდება. თითქოს აზავრეთში გამოჰყავდათ აზავრები. სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის შუა საუკუნეების დიდი ეკლესია, რომელიც რესტავრირებულ იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში. ეკლესიის ერთ-ერთ შემორჩენილ ბარელიეფზე გამოსახულია წმინდა დანიელი ლომების ხაროში. შემორჩენილია ასევე ბოლნური ჯვარი.
ათეშგა – მაზდეანური სამლოცველო
არაქრისტ. სალოცავი (თბილისი - თბილისი)
თბილისის კლდისუბანში ზედა ბეთლემის ეკლესიის სამრეკლოს სიახლოვეს შემაღლებულ ადგილზე დგას აგურით ნაშენი ოთხკუთხა შენობა, ჩამონგრეული გადახურვით, რომლისგანაც კამარის მცირე ნაწილია დარჩენილი. ისტორიკოსთა ცნობით, აქ უძველესი დროიდან „მაზდეანური“ - ცეცხლთაყვანისმცემლური საკერპე – ათეშგა მდგარა. საგულისხმოა, რომ იგი როგორც უძველესი ძეგლი, შემოუნახავთ ქართველ მეფეებს. ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ამ უნიკალურ ძეგლს საფუძვლიანი კონსერვაცია – რესტავრაცია აქვს ჩატარებული.
აკაკი წერეთლის სახლი
სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)

ცნობილი ქართველი პოეტის მუზეუმი განთავსებულია წერეთლების საგვარეულო სასახლეში. იგი დაფუძნებულია 1940 წელს, იმერეთის სოფელ სხვიტორში. მუზეუმის ფონდებში დაცულია პოეტისა და მისი წინაპრების პირადი ნივთები – (აქსესუარები, ტანსაცმელი), XIX ს. პირველი ნახევრის ფრანგული, იტალიური, გერმანული წარმოების ავეჯი, ჭურჭელი (რუსული წარმოების – ”კუზნეცოვი”), ბიბლიოთეკა (სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ქართულ, რუსულ,ფრანგულ ენებზე), პოეტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები – XIX ს. პირველ ნახევარში გადაწერილი ქართლის ცხოვრება და სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი.
აკაურთას ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)

აკაურთა - სოფელი ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს... ზღვის დონიდან 720 მ., ბოლნისიდან 12 კმ-ზე. ზღვის დონიდან 720 მ-ზე... აკაურთაშია მსხვილი თლილი კვადრებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ - წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. აკაურთა სამნავიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). ეკლესიის ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ, სიგანე 10 მ, სიმაღლე შიგნით 8 მ. ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007 - 2008 წლებში.



_mth.jpg)
.jpg)
_mth.jpg)
_mth.jpg)