ნოქალაქევის ნაქალაქარი

ნოქალაქევის ნაქალაქარი

მოკლე აღწერა: ნოქალაქევის ნაქალაქარი თავადაპირველად აღწერა ფრანგმა მოგზაურმა და მკვლევარმა მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემ 1830 წელს. ამის შემდეგ ამ ნაქალაქარს იკვლევდნენ ა. მურავიოვი, კ. კოხი, მ. ბროსე, პ. იოსელიანი, დ. ბაქრაძე, თ. ჟორდანია და სხვები, ხოლო შემორჩენილი ნანგრევების პირველი დეტალური მეცნიერული აღწერილობა ეკუთვნის გ. ჩუბინაშვილს. ნოქალაქევის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრები პირველად 1930-31 წლებში ჩატარდა. ექსპედიციის ხელმძღვანელობა დაეკისრა ახალგაზრდა გერმანელ არქეოლოგს, ალფონს მარია შნაიდერს, რომელსაც ეხმარებოდნენ ქართველი მეცნიერები ლ. მუსხელიშვილი და გ. გოზალიშვილი. ოთხი თვის განმავლობაში არქეოლოგების ჯგუფმა გაწმინდა გალავნის ნაწილი რამდენიმე კოშკით და ორმოცმოწამეთა ეკლესიის აღმოსავლეთი ტერიტორია. გათხრების დროს ერთ-ერთ კოშკში აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერატორ მავრიკის (ახ.წ. 582-602) 23 ოქროს მონეტისგან შემდგარი განძი.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ნოქალაქევის ნაქალაქარინაქალაქარი/ნასოფლარი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 114 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ