თხინვალის სასახლე და ეკლესიები
მოკლე აღწერა: ისტორიულ წყაროებში სოფელი თხილოვნა მოიხსენება XV ს-ში, ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთ ურთულეს და უმძიმეს პერიოდში. სასახლე და ეკლესიები მდებარეობს სოფლის დასავლეთით 2 კმ-ზე, ლისის ტბის მიდამოებში, გაბაშვილების ნასახლარზე და თარიღდება XVII-XVIII სს-ით. XIV-XV საუკუნეების მიჯნა განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამი იყო საქართველოს ისტორიაში; ქვეყანამ განიცადა III ტაიფუნის _ თემურ-ლენგის ურდოთა გამანადგურებელი შემოსევების (რვა ნადირობა), რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ქართველი ხალხის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას. გიორგი მეფის ცხედარი მცხეთას დაკრძალა ძმამ კოსტანტინემ, ბაგრატ V-ს ძემ და კოსტანტინე I-ის სახელით გახდა საქართველოს მეფე (1407-1411). ასეთ უმძიმეს და განადგურებულ მდგომარეობში დაიწყო XV საუკუნე და სწორედ კონსტანტინე I-ის დროს მოიხსენიება სოფელი თხინვალი (თხილოვნა, თხილნარა). სოფელი იყო გაბაშვილების მფლობელობაში. 1466 წელს მეფე კონსტანტინემ იგი ჯავახიშვილებს უწყალობა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისიდან ციციშვილების სამფლობელოა.
დამატებითი ინფორმაცია: მე-17-18 საუკუნეებში სპარსელებისა თუ თურქების ოკუპაციის პერიოდში ამ ტაძარმა მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება. ტაძარი მათი ექსპანსიის შემდგომ იმყოფებოდა რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ, მას შემდეგ რუსი ეგზარქოსის მიერ განწესილი მღვდელ-მსახურებაში. შემდგომ ამისა კომუნისტური რეჟიმის დროს ტაძარი არ ფუნქციონირებდა, გადაქცეული იყო საწყობად და საქონლის სადგომად, ის ძალიან იყო დაზიანებული, რაზეც მეტყველებს ბოლოდროინდელი ფოტომასალა. 2011 წლის 1 ივნისს სიონის საკათედრო ტაძარში კათალიკოს პატრიარქმა ილიაII-მ გასცა კურთხევა ტაძრის აღდგენის თაობაზე, კერძოდ: აღდგენილიყო ღვთისმსახურება და დაარსებულიყო მონასტერი. ეს დაევალა იღუმენ მიქაელს (ოთარაშვილს), მის მრევლს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა ძალისხმევით იქნა დაწყებული ამ საქმისა და კურთხევის აღსრულება. აღსდგა კომუნიკაციის ყველა საშუალება, კერძოდ: მიყვანილ იქნა სამი მხრიდან გზა და ასევე ელექტროენერგია. 2011 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, დასრულდა ტაძრის აღდგენის შიდა და გარე სამუშაოები, რომლებიც ჩატარდა ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და საპატრიარქოს შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერით
![თხინვალის სასახლე და ეკლესიები](/theme/img/no-photo-400x260.jpg)
![geo](/theme/img/geo-flag-48x48.png)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 677 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში