წითელი ხატის დიდი ტბა
ტბა (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
დიდი წითელი ხატის ტბა — ტბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის აუზში, ზღვის დონიდან 2779 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,23 კმ², აუზის ფართობი 2,42 კმ², მაქსიმალური სიღრმე 53 მ. წყალი ლურჯია, მეტად მტკნარი და სუფთა. გაუდინარია. თევზი არ არის.
წითელი ხატის პატარა ტბა
ტბა (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
პატარა წითელი ხატის ტბა — ტბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის აუზში, ზღვის დონიდან 2785 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,09 კმ², აუზის ფართობი 0,81 კმ², მაქსიმალური სიღრმე 18 მ. წყალი ლურჯია, მეტად მტკნარი და სუფთა. გაუდინარია. თევზი არ არის.
წითელი ხიდი, გატეხილი ხიდი
ხიდი (ქვემო ქართლი - მარნეულის რაიონი)

წითელი ხიდი, გატეხილი ხიდი - მდინარე ხრამის ნაპირზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. აშენებულია ქართლის მეფის, როსტომის მიერ XVII საუკუნის შუა წლებში. ხიდი დღიდან აშენებისა არასოდეს არ დანგრეულა და არც ჩატეხილა, თუმცა მას მაინც შერჩა "გატეხილი ხიდის" სახელი. ამის მიზეზი არის დღეს არსებული ხიდიდან იქვე 95 მეტრის მოშორებით მდინარე ხრამის ორივე ნაპირზე მდებარე ძველი, უფრო ადრინდელი ხიდის ნაშთები, რომლისაგან საყრდენი ბურჯებიღაა შემორჩენილი.