წედისის ციხე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
წედისის ციხე ტრაპეციის მსგავსია, მისი გალავანი მიჰყვება მთის ფერდს ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია - აქა-იქ შემორჩენილია მხოლოდ 4-5 მეტრის სიმაღლის კედლები (სისქე 2 მ-მდე). ციხის აღმოსავლეთის მონაკვეთის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დიდ ბურჯს, რომელიც რამდენიმე სართულიანი უნდა ყოფილიყო. ციხის შიგნით, მის დასავლეთ მონაკვეთში, დგას გადაკეთებული სასახლე, რომელიც ორი ან სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. სასახლეს კარი სამხრეთით, პირველ სართულზე აქვს. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნით ტიმპანიანია.
წეროვანის კეხიჯვრის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (9,04X8,11 მ), ნაგებია გულმოდგინეთ შერჩეული ნატეხი და რიყის ქვით, კონსტ. ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული, ხოლო დეკორატიული მიზნით – ღია-მომწვანო ფერის ტუფი. ეკლესია ძალზე დაზიანებულია (სახურავი ჩაქცეულია და სხვა). ეკლესიის აფსიდი ნალისებრია. სატრიუმფო თაღი სადა, მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდში მაღალი და განიერი სარკმელია. ასეთივე სარკმლებია ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში. ეკლესიაზე ჩრდილოეთითა და სამხრეთით მიშენებულია სწორკუთხა სათავსები. ჩრდილოეთის მინაშენი (სამსხვერპლო; კამარა ჩანგრეულია), რომელშიც შესვლაც ეკლესიის დარბაზიდან შეიძლება, მოკლეა. სამხრეთისა (შემორჩენილია საძირკველი) კი ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს. აღმოსავლეთის ფასადის სარკმელი მორთულია ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი სათაურით.
წეროვანის სამების ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - მცხეთის რაიონი)

სტილისტური ნიშნებით თარიღდება XI საუკუნით. 1946 წელს შეაკეთეს: გაამაგრეს დაბზარული კედლები და კამარა. 90-იან წლებში შიგნიდან შეილესა, ამოშენდა გალავანი. ეკლესიის საკურთხეველს ამკობდა კანკელი (XI ს-ის I მეოთხედი), რომლის გადარჩენილი 2 ფილა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
წეროს ეკლესიის კომპლექსი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ღვთისმშობლის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (10,4X9,3 მ). ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. შენობა ძლიერაა დაზიანებული: მთლიანად დანგრეულია ჩრდილო და დასავლეთ კედელები. შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელები დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. თითო სარკმელი ოთხივე კედელშია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. გუმბათქვეშა თაღები აღმოსავლეთით აფსიდის კედელს ეყრდნობა, დასავლეთით - ცალკე მდგარ ორ ბურჯს, რომლებიც შენობის კედლებს კონსოლებზე დაყრდნობილი თაღებით უკავშირდებიან
წეროს ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ტბა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დაბაძველის ლავურ პლატოზე, ზღვის დონიდან 1808 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 0,62 კმ², უდიდესი სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 90 ათ. მ². ქვაბული წარმოქმნილია მექანიკური სუფოზიით. წყალი ღია ლურჯი ფერის, მტკნარი და სუფთაა. გაუდინარია. ტბაში თევზი არ არის.