ჩხალთა
სოფელი (აფხაზეთი - გულრიფშის რაიონი)
ჩხალთა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აჟარის თემი), მდინარეების ჩხალთისა და კოდორის შესართავთან, მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 710 მ, გულრიფშიდან 73 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 140 კაცი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.


