ლავრისხევის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)

ლავრისხევის ეკლესია თარიღდება X საუკუნის პირველი ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (9,5X9 მ). ნაგებია საშუალო ზომის მოყავისფრო-მოყვითალო ნატეხი ქვიშაქვით. გამოყენებულია ბაზალტი და ტუფიც. XIX საუკუნეში ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს, დააგეს ხის იატაკი, დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელში და დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელში (XIX საუკუნეშია გაჭრილი).
ლაკბეს წყალსაცავი
წყალსაცავი (კახეთი - სიღნაღის რაიონი)
ლაკბეს წყალსაცავი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდას მახლობლად. შექმნილია მნინარე ლაკბეს დაგუბების გზით. წყალსაცავის მშენებლობა დაიწყო გასული საუკუნის 80–იან წლებში სამელიორაციო მიზნით, კერძოდ წყალსაცავს სარწყავი წყლით უნდა მოემარაგებინა შირაქის ველი. მაგრამ წყალსაცავის მშენებლობა ვერ დასრულდა და ამჟამად ის ფაქოტბრივად წარმოდგენილია როგორც ბუნებრივი ტბა. მისი მაქსიმალური სიღრმეა 22 მეტრი. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტბაში გაშვებული იყო კობრი და სქელშუბლა, მდინარიდან ბუნებრივად მოხვედრილია ქაშაპი. წყალსაცავი საჭიროებს შემდგომ შესწავლას არსებული იქტიოფაუნის თვალსაზრისით.