მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი თარიღდება XIII საუკუნით. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღდგენილია მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები, ორნამენტიანი სამკაულები. უკანასკნელად სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ 1968 წელს. ტაძარი გადახურეს კრამიტით, გაწმინდეს და კეთილმოაწყვეს ტერიტორია.
აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ნახშირორჟანგიანი აღმავალი წყაროს მიერ წარმოქმნილი პატარა ტბაა, რომელიც ხმაურით „დუღს“ ნახშირორჟანგა გაზის ბუშტებისაგან. წყაროს დებეტია 2,5 მლნ ლიტრი დღე-ღამეში. ტბის ფართობი 0,04 ჰა-ია. აირის გამოყოფა უქარო ამინდში ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. პატარა ცხოველები ტბასთან მიახლოვებისას იგუდებიან და ამიტომ აქ შეიძლება შეგხვდეთ დაღუპული თაგვების, ხვლიკების, ბაყაყების და ჩიტების გვამები.
აბანოს წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
წმ. გიორგის ეკლესიიდან გადარჩენილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების ცალკეული მონაკვეთები. ნაგებია თლილი ქვის მოზრდილი კვადრებით. აღდგენილი ნაწილები აგურისაა. ნაგებობა ფერდობზე დგას და მისი ჩრდილოეთ ფასადი თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული; სამხრეთ - აღმოსავლეთი კუთხე დგას ამოშენებულ საყრდენზე (სიმაღლე დაახლოებით1,5 მ). ცოკოლი ერთსაფეხურიანი და კუთხოვანია.
აბანოს წმ. მარინეს ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
აბანოს წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (10X6 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. გრძივი კედლები დაზიანებულია, სამხრეთის კედელს 2,5მ-ზე მიწა აქვს მიყრილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთით (ამოქოლილია) და დასავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის წინ იდგა მოხატული კ ა ნ კ ე ლ ი (ძალზე დაზიანებულია). თითო თაღოვანი სარკმელი გრძივ და დასავლეთ კედელშია. გრძივი კედლების შუა მონაკვეთში და დასავლეთის კედელთან თითო წყვილი პილასტრია, რომლებზეც გადაყვანილია აგურით ნაწყობი საბჯენი თაღები.
აბანოსხევის ჯვარპატიოსნის ეკლესია და სამაროვანი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (8X5 მ) სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე გვიანადელი მინაშენი ეკვრის. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, დანგრეულია მინაშენის დიდი ნაწილი. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი შირმი.


.jpg)

.jpg)
_mth.jpg)

.jpg)