Akhaldaba St.George's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
ეკლესიის ბაქანი აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან რელიეფის შესაბამისად საყრდენი კედლებითაა შემოსაზღვრული. აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონზე გამოსახულია აგურის რელიეფური ჯვარი. სარკმლის ზემოთ, ქვიშაქვის პატარა ქვაზე, შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული მხედრული წარწერა. დასავლეთით ეკლესიას ჰქონია კ ა რ ი ბ ჭ ე, რომლისგანაც აგურით ნაწყობი ორი სვეტიღაა შემორჩენილი.
Akhaldaba St.Mary's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (9,7 X 7,2 მ), ნაგები ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები ნაწყობია ტუფის ქვით, კამარა, საბჯენი თაღი და კონქი - აგურით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე მაღალი თაღოვანი შესასვლელები მას აკავშირებენ კედელში მოქცეულ მცირე ზომის სათავსებთან - სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან.
Akhali (New) Shuamta (Khakhuli St.Mary's Monastery)
Monastery (Kakheti - Telavi)

ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.


.jpg)

.jpg)