Akhalkalaki district (Page 1/2)

Eukterion Church
Gandzani Church
Menhiri Kat-kati
Paravani Church
Poka St.Nino's Church

Poka St.Nino's Church

Church (Samtskhe-Javakheti - Ninotsminda district)     The monument of national significance
Poka St.Nino's Church

ფოკის წმიდა ნინოს მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ფარავნის ტბის ნაპირას. მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. წმიდა ნინო საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. XI საუკუნეში სწორედ მისი სახელობის ტაძარი ააგეს. დარბაზული ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით… საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშაა. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში – ძეგლის მშენებელი “ხელოსანი ბევრელი”. დაპყრობითი ომებისას, XVII ს-ში ჯავახეთი და შესაბამისად, ტაძარიც დაცარიელდა. მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში მოხერხდა ამ ტერიტორიების დაბრუნება. წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა მამათა მონასტერი, ფოკის წმიდა ნინოს მამათა მონასტერი ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც. ის წმიდა ნინოს ეკლესიასთან მდებარეობს. ამჟამად ორივე მონასტერი მოქმედია. დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა, მონაზვნები ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების გაღვივებას ამ მხარეში. აგრეთვე ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი და მონაზვნები სოფლის მცხოვრებთ უსასყიდლოდ მკურნალობენ. დედებს აქვთ ასევე მცირე მეურნეობა, მისდევენ მესაქონლეობას. მონასტერში გახსნილია ტიხრული მინანქრის სახელოსნო, “ფოკანი”, სადაც ხატები და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები მზადდება. ნინოწმინდაში ნინოობის დღესასწაული 1989 წლიდან პირველ ივნისს აღინიშნება, როდესაც საქართველოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სოფ. ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღის აღნიშვნას დაედო სათავე. რაიონში ნინოობას საქართველოს წმიდა სინოდის მღვდელთმთავრები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრებიან. ღია ტრაპეზზე საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება, მსურველები ფარავნის ტბაში ინათლებიან. მამათა მონასტრის ბერები ყველასთვის მართავენ საზეიმო ტრაპეზს, ხოლო იმავე საღამოს იწყება წმიდა ნინოს ნაკვალევზე მცხეთისაკენ ფეხით მსვლელობა და 13 ივლისს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მთავრდება.

Sagamo lake
Saghamo Church

Saghamo Church

Church (Samtskhe-Javakheti - Ninotsminda district)     The monument of national significance
Saghamo Church

საღამოს ტბის გასწვრივ, საავტომობილო გზის გაყოლებით, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები – 3 ეკლესია, ხოლო მეოთხე მაღალ მთაზეა აღმართული. 3 ეკლესიიდან ყველაზე ადრინდელი და გამორჩეულია უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე X საუკუნის მოზრდილი დარბაზული ეკლესია, მისი შესასვლელი მოწყობილია შედარებით მოგვიანო ხანის სამხრეთის მინაშენიდან, რომლის ერთი მხარე შუა სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ნაგებობა თავდაპირველად კამარით იყო გადახურული, ახლა ხის ბრტყელი სახურავი აქვს. კედლები შემოსილია კარგად გათლილი, სწორად ნაწყობი კვადრებით, ხოლო კარ–სარკმელთა სათაურები შემკულია ოსტატურად შესრულებული ჩუქურთმებით, სიუჟეტური სტელებისა და ადამიანთა ფიგურების გამოსახულებებით. თლილი ქვით ნაგები მეორე ეკლესიაც დარბაზულია. მიეკუთვნება XIII საუკუნეს. აქაც კამარა ხის ბანური გადახურვითაა შეცვლილი. მორთულობა ძუნწია. მესამე სამხრეთის ეკლესიაც XIII საუკუნეს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახითაა შემონახული. მთაზე აღმართული ეკლესია განვითარებული შუა ხანებისაა. იგი ძლიერ დანგრეულია. დავით მეფეთა მეფის (1247-1270) წარწერა საღამოს ტბის ერთ–ერთი სტელიდან გვამცნობს: ვიკიციტატა „ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელი, მეფეთა მეფე დავით“

Shaori Cyclopean Fortress
St.Ioane's Church
Tontio Five-Span Bridge