(Page 1/2)
House Museum of Alexander Chavchavadze
Museum (Kakheti - Telavi)
საქართველოში არსებულ სახლ-მუზეუმებს შორის წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ღირებულია მემორიალური მასალის სიუხვით. ისინი დამთვალიერებელს აახლოებს პოეტის ცხოვრებასთან, ამცნობს მის გემოვნება-შეხედულებებს, ხასიათს, ესთეტიკურ მიდრეკილებას, უჩვენებს პოეტი-მხედრის მიერ განვლილ საბრძოლო გზას. მუზეუმი მოგვითხრობს არა მხოლოდ ჭავჭავაძეების შესანიშნავი ოჯახის ისტორიაზე, არამედ ასახავს ეპოქის სულს. სახლ-მუზეუმი დაარსდა XX საუკუნის 50-იან წლებში, საუცხოო, მომაჯადოებელი ბუნების წალკოტში გადაშლილი მამულის ტერიტორიაზე, რომლის მფლობელი, სახელოვანი ქართველი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) იყო. [1, 5] ჭავჭავაძეების ოჯახი სამაგალითო იყო XIX საუკუნის საქართველოში. ეს იყო ჭეშმარიტ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი, ყოველმხრივ განათლებული, ინტელექტუალური ოჯახი, რომელთაც წარუშლელი კვალი დაამჩნიეს XIX საუკუნის ქართული საზოგადოების ცხოვრებას. [2, 20] ჭავჭავაძეების ოჯახში თავს იყრიდა იმდროინდელი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების დიდი ნაწილი. ეს ოჯახი იყო პირველი მასპინძელი ევროპიდან თუ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული გამჭრიახი გონების ადამიანებისა. [3, 14-15] “უკვდავებაში გადასულთა ნაღვლიანი და უძვირფასესი ისტორია” სათავეს იღებს გარსევან ჭავჭავაძისაგან (1757-1811). “წინანდლის სასახლე აგებულია გარსევან ჭავჭავაძის მიერ. რბილი ავეჯით, სურათებით, გობელენით, სევრის ვაზებით, ვერცხლისა და ოქროს სერვიზით, დიდი ბიბლიოთეკა. ყველაფერი ეს ღირდა ათასეული მანეთები”
Kirzala canyon
Canyon (Samegrelo-Zemo Svaneti - Chkhorotsku district)
მარშუტის ტიპი: კანიონინგი, საავტომობილო (4X4), საფეხმავლო. კანიონში მარშრუტის სიგრძე: 500 მ, გზიდან კანიონის საწყის წერტილამდე მისასვლელი ბილიკის სიგრძე 580 მ, ხანგრძლივობა: 1.50–2.00 სთ; სირთულე: საშუალოდ რთული. საწყისი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 880 მ, ბოლო წერტილის სიმაღლე 660 მ.
St.George's Church and Bell Tower
Church (Shida Kartli - Khashuri district)
სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი — 1046 წელი, მოხსენიებულია ადგილობრივი ფეოდალი ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე, ხოლო დასავლეთ შესასვლელის წარწერაში ნათქვამია რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ ჰარაბას. გეგმით მარტივ შენობას სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა-კარიბჭე, რომელიც სხვა ოსტატის აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან.ეკლესიაში XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია, რომელიც ძლიერაა დამახინჯებული XIX საუკუნეში ძეგლის შეკეთების დროს. სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება. წარწერა: "სახელითა ღმრთისაითა მე, გიორგი ერის-თავთერისთავმა, ავაშენე ესე წმინდა ეკლესიაი სავანისაი სალოცველად სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხურსი ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის გულზვიადისათვის და მარიამისათვის და დედისა მისისათვის. წმინდაო გიორგი მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა, ამენ იყავნ[საჭიროებს წყაროს მითითებას]
Vanta Palace Ruins
Other (Kakheti - Telavi)
ვანთა - სოფელი თელავის რაიონში, (აკურის სოფსაბჭო), გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, ზღვის დონიდან 600მ., თელავიდან 13 კმ, წინანდლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ.... ვანთა წყაროებში პირველად XIV საუკუნიდან იხსენიება, თუმცა უკვე ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ დიდი დასახლება ყოფილა. სოფლის მახლობლად მაღალ გორკაზე გაშენებული იყო VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია. რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. ვანის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.
ბზიფის ციხე
Castle/Tower (Abkhazia - Gudauta district)
ციხესიმაგრე აფხაზეთში. მდებარეობს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზიფში. გალავანშემორტყმული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს VIII-X საუკუნეების ტაძარი და სხვა ნაგებობების ნაშთები. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია, ინტერიერში გუმბათი ოთხ თავისუფალ მდგარ ბოძს ეყრდნობა, აღმოსავლეთით შვერილწახნაგოვანი აფსიდები აქვს. ფასადებს დეკორი ამკობს. ციხესიმაგრეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია