(Page 2/2)
თხინვალის სასახლე და ეკლესიები
Church (Shida Kartli - Mtsketa district)
ისტორიულ წყაროებში სოფელი თხილოვნა მოიხსენება XV ს-ში, ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთ ურთულეს და უმძიმეს პერიოდში. სასახლე და ეკლესიები მდებარეობს სოფლის დასავლეთით 2 კმ-ზე, ლისის ტბის მიდამოებში, გაბაშვილების ნასახლარზე და თარიღდება XVII-XVIII სს-ით. XIV-XV საუკუნეების მიჯნა განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამი იყო საქართველოს ისტორიაში; ქვეყანამ განიცადა III ტაიფუნის _ თემურ-ლენგის ურდოთა გამანადგურებელი შემოსევების (რვა ნადირობა), რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ქართველი ხალხის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას. გიორგი მეფის ცხედარი მცხეთას დაკრძალა ძმამ კოსტანტინემ, ბაგრატ V-ს ძემ და კოსტანტინე I-ის სახელით გახდა საქართველოს მეფე (1407-1411). ასეთ უმძიმეს და განადგურებულ მდგომარეობში დაიწყო XV საუკუნე და სწორედ კონსტანტინე I-ის დროს მოიხსენიება სოფელი თხინვალი (თხილოვნა, თხილნარა). სოფელი იყო გაბაშვილების მფლობელობაში. 1466 წელს მეფე კონსტანტინემ იგი ჯავახიშვილებს უწყალობა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისიდან ციციშვილების სამფლობელოა.
ხობის მონასტერი
Church (Samegrelo-Zemo Svaneti - Khobi district)
აგებულია XIII-XIV სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“. ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.