Akhalgori district (Page 5/8)

Mere castle

Mere castle

Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)     
Mere castle

თავდაპირველად აქ იდგა მხოლოდ ზურგიანი კოშკი. XVII საუკუნის II ნახევარში ბარიდან ამოსულ ერთ–ერთ ფეოდალს, კოშკის თავდაცვისუნარიანობის მიზნით, მის ქვემოთ მდებარე ფერდობის ნაწილი მაღალი გალავნით შემოუზღუდავს და რამდენიმე ნაგებობა აუგია. მასვე ხელთ უგდია ვაშლობისა და ჭართლის ხეობა და ადგილობრივი მოსახლეობა საყმო გადასახადებით დაუბეგრავს. მთიულები ვერ შეგუებიან ციხეში გამაგრებული ფეოდალის თვითნებობას და იგი ხევსურთა დახმარებით ციხიდან განუდევნიათ. შემდგომში ციხე ემსახურებოდა არაქართველ მთიელ მოთარეშეთაგან ჭართლისა და ვაშლობის თემების დაცვას.

Mgvime (Cave) Church of Jinvali Village Ruins

Mgvime (Cave) Church of Jinvali Village Ruins

Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)     
Mgvime (Cave) Church of Jinvali Village Ruins

ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია (8,4X4,6 მ) მდებარეობდა ნასოფლარ მღვიმეს განაპირას, ჩრდილო–აღმოავლეთით. განეკუთვნებოდა VIII-IX საუკუნეებს. ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ნაგები ქვით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა მოწყობილი. აღმოსავლეთით ორი საფეხურით შემაღლებული, ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის წირთხლები და თაღი შირიმის ნათალი ქვებით იყო გამოყვანილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებული იყო კუბური ტრაპეზი. საკურთხევლის წინ იდგა ნატეხი ქვით ნაგები კუბური ფორმის კვარცხლბეკი ჯვრის ჩასასმელი სწორკუთხა ღრმულით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა, რომლის შესასვლელი ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში იყო მოწყობილი. მეორე მინაშენი (მთლიანად იყო დანგრეული) ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. იგი ეკლესიისათვის გვიანდელ შუა საუკუნეებში მიუშენებიათ.

Mtvarta Complex
Mzetsveri St.George's Church Complex
Narekvavi reservoir
Nazghat Fortress (Mleta Fortress)
Odzisi St.Marine's Church

Odzisi St.Marine's Church

Monastery (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)     
Odzisi St.Marine's Church

ოძისის წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (8,2X5,4 მ), რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით ტლანქად არის ნაგები. საკურთხევლის სარკმლის საპირე, შესასვლელის გადახურვა და ლავგარდანი ქვიშაქვისაა. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. კარი ტიმპანითაა დასრულებული, აღმოსავლეთით ღრმა, გეგმით კოლოფა თაღის ფორმის აფსიდია, რომლის ღერძე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. მსგავსი ნიშია სამხრეთის ნიშის თავზე, სარკმლის თაღის წვერის დონეზე. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიშენებული. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა და თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედელშიც.

Odzisi St.Mury's Church

Odzisi St.Mury's Church

Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)     
Odzisi St.Mury's Church

მცირე ეკლესია დარბაზულია (6,5X4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი დიდი ეკლესიიდანაა, ჩრდილოეთიდან. კარს გარედან ნახევარწრიული თაღი აქვს, შიგნით კი ბრტყლადააგადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, და დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო, ბრტყლად გადახურული, სარკმელია. ჩრდილორთ სარკმელს ამ მხრიდან მიშენებული დიდი ეკლესიის კედელი ფარავს. აფსიდის სარკმლის გვერდზე თითო მაღალი თაღოვანი ნიშია, რომლებშიც თითო სათოფურია მოწყობილი. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი დგას. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონკით, დარბაზი – ცილინდრული კამარით.

Pavleuri St.George's Church
Pudznari St.Mary's Church

Pudznari St.Mary's Church

Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)     
Pudznari St.Mary's Church

ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი აგრეთვე გამორჩეულია იმით, რომ საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში გუმბათიანი ტაძრები იშვიათობას წარმოადგენს. სარკმლებს ქვევით, ქვიშაქვის სამ ფილაზე, არის ოდნავ დაზიანე­ბული ასომთავრული წარწერა: “ქ. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა (აქ სიტყვა არ იკითხება), დედამან დიდმან შნ ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე (აქ ისევ არ იკითხება ორი-სამი სიტყვა) წმიდისა ღვთისმშობელისა სალოცველად სულთა ჩუენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად ჩუენთა (აქ ისევ არ იკითხება სიტყვები) ეკლესია (აქაც აკლია ბოლო სიტყვა)”