ბავშვები ლაშქრობაში

ავტორი:
თარიღი:

ლაშქრობა ბავშვებთან ერთად არის კარგი გზა აზიაროთ ბუნებას ისინი ადრეულ ასაკში, მაგრამ შესაძლოა მშობელს ეს აშინებდეს, თუმცა ლაშქრობა ბავშვს აძლევს მეტ თავისუფლებას, საკუთარი თავის გამოვლენას, იმის კეთების საშუალებას რაც არ შეუძლია ქალაქში - შენობებში. თავიდანვე ასწავლეთ როგორ გაერთონ ბუნებაში და როგორ მოეპყრან მას. 

ქვემოთ ნახავთ რამოდენიმე რჩევას ბავშვებთან ერთად ლაშქრობის დასაგეგმად:

  1. აირჩიეთ მარტივი და ბავშვისთვის სასიამოვნო. პირველ რამოდენიმე ჯერზე აარჩიეთ ლაშქრობა რომელიც არ იქნება ხანგძლივი და დამღლელი – გახსოვდეთ ეს ლაშქრობა მოაწყვეთ ბავშვებისთვის და ეს იქნება მათი გამოცდილების მიღება. აირჩიეთ მარშრუტი რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის პუნქტებს - ტბა, მდინარე, წყალსაცავი, ჩანჩქერი და ა.შ. რომელიც შთაბეჭდილებას მოახდენს ბავშვზე. და გახსოვდეთ ეს არის ბავშვის ბუნებასთან ზიარების მომენტი და თუ მათ გაუჩნდებათ სურვილი მიწაზე დადგნენ ხელებით, მუხლებით, უფრო ღრმად შეიგრძნონ ველური ბუნება ეს არის ამ დღის გამოცდილება და მალე ისევ მოგთხოვთ ლაშქრობაში წაყვანას.
  2. დრო შენი მეგობარია, დაგეგმე რაც შეიძლება მეტი. ბავშვები არიან ნამდვილი მაძიებლები და უჩნდებათ სურვილი აიღონ ყველაფერი და შეეხონ ყველაფერს. ეს არის ლაშქრობის ერთერთი დიდი მიზანი - მიეცით დიდი დრო და საშუალება შეივსონ ბუნებაში ყოფნისას ველური ცხოვრების დანაკლისი.
  3. მზადება ყველაფრისთვის. ლაშქრობაში გამგზავრება მოითხოვს შესაბამის მომზადებას, მიუხედავად იმისა ჩართულია თუ არა ბავშვი ამ პროცესში. ყოველთვის იყავით დარწმუნებული რომ თან გაქვთ 10 აუცილებელი ნივთი, ბავშვებთან განსაკუთრებით მოსახერხებელი ნივთებია: სველი ხელსაწმენდი, ტუჩის ბალზამი, ბინოკლი, გამადიდებელი შუშა, ბუნების გზამკვლევი, კამერა და სასტვენი უსაფრთხოებისთვის თითოეული ბავშვისთვის (ასწავლეთ წინასწარ როგორ და რა დროს უნდა გამოიყენონ იგი). 
  4. მოხერხებული ტანსაცმელი. დარწმუნებული იყავით რომ ბავშვს აცვია შესაბამისი სამოსი.  ყოველთვის იქონიეთ წვიმის ტანსაცმელი – გარდა წვიმისა, იგი ასევე ძალიან გამოგადგებათ ქარიან ამინდში.  ასევე იქონიეთ ქუდი და ხელთათმანები ყველასთვის – ზაფხულშიც კი რადგან დილა შესაძლოა შესაძლოა იყოს გრილი. დარწმუნდით რომ თქვენ ბავშვს აქვს ლაშქრობის შესაბამისი ფეხსაცმელი, დასალაშქრი ადგილი მიხედვით, ეს შეიძლება იყოს როგორც სანდლები ასევე მაღალყელიანი სალაშქრო ჩექმები. და ბოლოს აუცილებლად იქონიეთ მეორე წყვილი ტანსაცმელი თითოეული ბავშვისთვის - შანსია თქვენი ბავშვი დასველდეს ან უბრალოდ იყოს ტალახიანი.
  5. დაგეგმეთ ლაშქრობისას შესვენებების ინტერვალი. ლაშქრობა მოითხოვს დიდ ენერგიას. ენერგიისგან დაცლილი ბავშვი ნიშნავს გაღიზიანებულ ბავშვს. გაამხიარულეთ და მოტივაცია აუმაღლეთ ბავშვს პატარა შესვენებებითა და ხილის ან საჭმელის მირთმევით. გაამხნევეთ იგი დაპირებით (რომელსაც ზუსტად აუსრულებთ) რომ მაგალითად “როცა საცალფეხო ხიდს გადავალთ შევისვენეთ და მსუბუქად წავიხემსებთ”. მსუბუქი წახელსება მათ აძლევთ დამატებით ენერგიას და მოტივაციას.
  6. აურჩიეთ ლიდერი და ცვალეთ იგი პერიოდულად. ბავშვებს უყვართ როცა გრძნობენ მის საჭიროებას. დაარიგეთ როგორ უნდა მოიქცეს როგორც ლიდერი, აუმაღლეთ პასუხისმგებლობა მას როგორც ლიდერს და პერიოდულად ცვალეთ ლიდერი რადგან არ გადაიღალონ ამ პასუხისმგებლობისგან. პერიოდულად შეამოწმეთ სიარულის ტემპი და დარწმუნდით რომ იგი მისაღებია ბავშვებისთვის.
  7. გაამხიარულე ისინი. წარმატებული ლაშქრობის გასაღების არის გახადოთ ბავშვები მოტივირებულები და კარგად გაერთონ, მეტიც შეუქმენით ორივე პორიბა. მოიგონეთ თამაშები რომლებიც შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად ითამაშოთ მინდორზე. დაათვალეირებინეთ ველური ბუნების ცხოვრება (ფრინველების ბუდეები და ხვრელები ხეებზე და ა.შ.) და ველური ყვავილები. ანახეთ როგორ დაასუფთაონ გარემო და მათთან გააკეთეთ შედარებები პატარა და დიდი ხეების, ბუჩქების, მთების, განიხილეთ ქალაქსა და ბუნებაში ცხოვრების განსხვავებები და ა.შ.
  8. სიარული და უსაფრთხოება. ლაშქრობისას აუხსენით ბავშვს როგორ იაროს ბილიკზე, როგორ იდგეს მყარად, როგორ იაროს სწრაფად და უსაფრთხოდ, როდის უნდა გამოიჩინეს მეტი სიფრთხილე და შემდეგ შეაქეთ, ბავშვებს სიამოვნებთ როცა ისმენენ როგორ აკეთებენ რაღაცას კარგად, განსაკუთრებით მაშინ როცა ისინი პირველად არიან ლაშქრობაში (ეს არამარტო ბავშვებს არამედ დიდებსაც სჭირდება ხოლმე, ხშირად :) ).
  9. ნუ დატოვებთ კვალს.  ბავშვები არიან ბუნების  ჩვენი შთამომავლები და შეეცადეთ თავიდანვე ასწავლოთ ნაგვის მოგროვება, მოაგროვეთ თქვენი ნაგავი და ჩაყარეთ პარკში, წამოიღეთ და ჩააგდეთ უახლოეს ურნაში. ყოველთვის თან იქონიეთ პარკი სადაც შეძლებთ თქვენი ნაგვის მოთავსებას, ნუ დაიზარებთ სხვა ნაგვის აღებასაც, თქვენ სხვები მოგბაძავენ სხვებს კიდევ სხვები და ბუნება მაქსიმალურად სუფთა იქნება. დასუფთავების შემდეგ კარგად დაათვალიერეთ არემარე, იქნებ მაინც დაგრჩათ რაიმე ნაგვის სახით. თუ თქვენ რაღაც საჭიროებისთვის ამოთხარეთ ორმო, წამოსვლისას ნუ დატოვებთ მას ასე, ამოავსეთ იგი როგორც იყო.
  10. მოაწყვეთ ლაშქრობა ხშირად! აქციეთ ლაშქრობა ოჯახური ტრადიციად, თვეში ერთ ან რამდენჯერმე. ბავშვებს უყვართ თავგადასავლების შეგრძნება და რაღაც ახლის კეთება. საქართველოში ბევრი ადგილია სადაც თავისუფლად შეიძლება ბავშვებისთვის მარტივი, შედარებით რთული თუ რთული ლაშქრობების მოწყობა. მთელი კვირა შენობაში ცხოვრების შემდეგ ლაშქრობა  ბავშვებისთვის (და არამარტო ბავშვებისთვის) საუკეთესო განტვირთვის გზაა.
ფოტო: ოჯახი ლაშქრობაზე მარტყოფის ტყეში (ალექსანდრე ღლონტი)

 

კომენტარები
იტვირთება...