Sujuni St.George's Church
Church (Samegrelo-Zemo Svaneti - Abasha district)
სოფელი სუჯუნა მდებარეობს ოდიშის დაბლობზე ქ. აბაშის ცენტრიდან დაშორებულია 7კმ-ით. უდიდეს სიწმინდეს და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი მე-18 საუკუნის მიწურულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი. იგი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური ჩუქურთმებით, მისი მსგავსი მე-18, მე-19 საუკუნის ძეგლებში იშვიათად მოიძებნება. "სუჯუნის წმ. გიორგი" ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. სუჯუნა ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა.
Sulkhan-Saba Orbeliani Museum of Literature
Museum (Kvemo Kartli - Bolnisi district)
XVII –XVIII სს. გამოჩენილი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, სადაც დაცულია მისი ნაწარმოებების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები და ამ ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ქართველი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტომასალები, დოკუმენტები. ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში და წარმოადგენს ორბელიანების კარის ეკლესიას. აგებულია 1683 წელს სულხან-საბა ორბელიანის მამის, ვახტანგის მიერ.
Sumbiani Church
Church (Mtskheta-Mtianeti - Mtsketa district)
სუმბიანის ეკლესია ნაგებია აგურით; აქა-იქ რიყის ქვაც არის გამოყენებული. ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობაა (7,5 X 5,53 მ). აქვს ორი შემოსასვლელი; ერთი დასავლეთის კედლის შუა ნაწილშია, მეორე ჩრდილოეთ კედლის დასასავლეთ ნაწილში. დარბაზი გეგმით წარმოადგენს მოკლემკლავებიან სწორკუთხა ჯვარს, რომელიც აღმოსავლეთით დაგრძელებულია ბემათი და აფსიდით. აფსიდის სარკმელის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გარედან რვაწახნაგა გუმბათის ყელის ყოველ წახნაგში მაღალი სარკმელია გაჭრილი. ყელის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში წიბოებს აგურის ლილეი აქვს შემოვლებული. გუმბათის ყელი დასრულებულია წრეთარგიანი ლავგარდნით.