Chailuri (Niakhura) castle
Castle/Tower (Kakheti - Sagarejo district)
ჩაილურის ციხეს ხალხი ნიახურას ციხეს უწოდებს. ეს ციხე იყო ერთ-ერთი სამხედრო თავდაცვითი ციხე-სიმაგრე, რომელიც აშენებულია შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ XVI საუკუნეში. იგი კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას. ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა.
Chain Bridge
Bridge (Imereti - Kutaisi)

ჯაჭვის ხიდი უძველესია ქუთაისის ხიდებს შორის. აქ არის აღმოჩენილი V საუკუნის ხიდის ნაშთი. დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენები 1770-იანი წლებისაა, მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააგეს, რომელიც არქიელის ხიდად იწოდებოდა. 1850-იან წლებში ჯაჭვებზე დაკიდებული ხის ფერმის აგების შემდეგ ხიდს დღევანდელი სახელი შეერქვა. 1869 წელს ფურგონების გადასვლისას ხიდი ჩაწყდა, იგი 1884-85 წლებში ქალაქის ხარჯით აღადგინეს. ინგლისში, გარნერის მიერ დამზადებული ლითონის ფერმა ინჟ. გ. ზალსკიმ დაამონტაჟა (ახალი ხიდი სამეფო ხიდადაც იწოდებოდა). ახლანდელი ხიდი 1995 წელსაა აღდგენილი.
Chakvindji castle
Castle/Tower (Samegrelo-Zemo Svaneti - Zugdidi district)
ჭაქვინჯის ციხის აშენების თარიღი შეიძლება განისაზღვროს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით - IV-V საუკუნეებით. ციხის არქოლოგიური და არქიტექტურული ანალიზი ამაზე მიუთითებს. ისტრიულ წყაროებში იგი XVII საუკუნიდან იხსენიება. ეს ცნობები ძალზე ცოტას გვაძლევს, რადგან ციხემ იარსება თხუთმეტი საუკუნე და ამ ხნის განმავლობაში მას ცხოვრების დიდი გზა ექნებოდა გავლილი.
Chaladi Glacier
Glacier (Samegrelo-Zemo Svaneti - Mestia district)

აქ ზღვის დონიდან 1800მ მარშრუტი გადის ქვა-ღორღიან ადგილზე. ნიშნულები დატანილია ლოდებზე. ჩანს მწვერვალი ჩათინი, რომლის სამხრეთ ფერდობებზეც ყალიბდება ჭალაადის მყინვარი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩათინის ჩრდილოეთი კედელი, რომელიც ალპინისტურ ლიტერატურაში ჩათინის რომბის სახელითაა ცნობილი, ითვლება კავკასიონის ურთულეს ალპინისტურ ობიექტად - აქ ძველი, კომუნისტური დროის კლასიფიკაციით უმაღლესი მე-5 და მე-6 კატეგორიიის თხუთმეტამდე ალპინისტური მარშრუტი იყო გაკვალული.