Surami Fortress
Castle/Tower (Shida Kartli - Khashuri district)
ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში, სურამელთა საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. კაპიტალურად შეკეთდა XVI საუკუნის II ნახევარში. ამ პერიოდის კედლის ნაშთები შემორჩენილია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. დანარჩენი ნაწილები აღდგენილია XVII და XVIII საუკუნეებში.
Sveneti St.Mary's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (7,5X5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია დასავლეთ ნაწილი, ჩანგრეულია გადახურვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია. თითო სარკმელი დასავლეთით და სამხრეთითაა. ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა.
Sveneti St.Mary's Church 2
Church (Shida Kartli - Gori district)
სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9,6X5,8 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები, კარისა და სარკმლის გარეთა პირებში ნაწყობია ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით. ეკლესია დაზიანებულია: სახურავი ჩანგრეულია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე შემორჩენილია ნახევარწრიული კამარის ნაწილი, დასავლეთის კედლის ორივე კუთხეში - პილასტრებია. ინტერიერში ჩამოცვენილია შელესილობა. ეკლესიას სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელი აქვს. თითო ასეთივე სარკმელია აღმოსავლეთით (აფსიდში) და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე შემორჩენილია კვადრატული აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი.