Ananuri Fortress Complex
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც.
Anastasia Eristav-Khoshtaria House Museum
Museum (Shida Kartli - Gori district)
ანასტასია ერისთავ–ხოშტარიას სახლ–მუზეუმი, გორის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალია, ამჟამად აქ მოთავსებულია საშუალო სკოლა. სკოლის ერთი ოთახი დათმობილი აქვს მუზეუმს, სადაც გამოფენილია ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ა. ერისთავ – ხოშტარიას ( 1869-1951წწ. ) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა.
Anatori Village Ruins
City/Village ruins (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)

ანატორელთა ნასოფლარში (ნანგრევებში), მიკვლეულ იქნა ოვალური წისქვილის ქვების ათეულობით ნატეხი. ნასოფლარის პირდაპირ არღუნის მარჯვენა მხარეს, არის ე.წ. „რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი“, ანატორისჯვარი, მთავარანგელოზი. ამ სალოცავში XIX საუკუნის ბოლომდე არაქრისტიანებიც ლოცულობდნენ, რომელთაგან მოტანილ იფქლის ერთ ხმიადს ხუცესთა აზრით, თურმე ქრისტიანთა საზღვნელად მოყვანილ ერთ მოზვერზე დიდად აფასებდა ანატორისჯვარი. ეტყობა, იქვე მდგომ მარიამწმიდის ეკლესიაში (IX-X სს), წარმართ ანატორელებსა და შატილელებს მოაქცევდნენ (მონათლავდნენ) ქრისტიანებად. მთლად უკაცრიელ ადგილას სოფელი არ დაარსდებოდა ამიტომ შატილიც დაახლოებით ამ დროს უნდა დაარსებულიყო.
Anchiskhati Basilica of St.Mary
Church (Tbilisi - Tbilisi)
გადმოცემით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი – ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია (ანუ დღევანდელი ანჩისხატი) ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ.